ნატოს მისია ავღანეთში თალიბანის მებრძოლებს მოუწოდებს ძალადობა შეწყვიტონ, სამშვიდობო პროცესს შეუერთდნენ და პატიმრების გათავისუფლება დააჩქარონ.
თალიბანმა ავღანეთის მთავრობის მოწოდება უარყო რამადანის თვის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამან კი კითხვები გააჩინა შეერთებულ შტატებსა და თალიბანს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკის ჯარის ავღანეთიდან გამოსვლის წინაპირობა უნდა ყოფილიყო.
„ძალადობის დონე, რომელსაც თალიბანი ამჟამად იწვევს, მიუღებელია,“ ნათქვამია ნატოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ორგანიზაციის განცხადებაში.