ნატო კოსოვოში ჯარების მუდმივ გაზრდას განიხილავს - სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი.

ნატო, დასავლეთ ბალკანეთში, ჯარების რაოდენობის მუდმივ გაზრდას განიხილავს. ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, მიზანი რეგიონში არსებულ დაძაბულობაზე კონტროლის შენარჩუნებაა.

ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ, ბრიტანეთიდან და რუმინეთიდან, კოსოვოში დამატებით ასობით ჯარისკაცი გაგზავნა მას შემდეგ, რაც პოლიციასა და შეიარაღებულ სერბებს შორის, დაპირისპირება მოხდა.

ასევე ნახეთ: ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთს € 6 მილიარდით დაეხმარება

„ჩვენ ახლა განვიხილავთ, უნდა გვქონდეს თუ არა უფრო მუდმივი ზრდა, რათა უზრუნველვყოთ, რომ ეს [კონფლიქტი] არ გამოვიდეს კონტროლიდან და არ შეიქმნას ახალი ძალადობრივი კონფლიქტი კოსოვოში ან უფრო ფართოდ, რეგიონში“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს კოსოვოში ვიზიტისას.

სექტემბერში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირება, კოსოვოში სტაბილურობის შესახებ, ახალი საერთაშორისო შეშფოთების მიზეზი გახდა. ეთნიკური ალბანური მოსახლეობის უმრავლესობის მქონე კოსოვომ, სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ამას წინ უსწრებდა 1999 წელს ნატოს ინტერვენცია.

კოსოვოს ჩრდილოეთში, 50 000-მდე სერბი ცხოვრობს, რომლებიც საკუთარ დედაქალაქად ბელგრადს მიიჩნევენ და პრიშტინას ინსტიტუციებს არ აღიარებენ. დაპირისპირება ხშირია კოსოვოს პოლიციასა და საერთაშორის მშვიდობისმყოფელებთან. მაგრამ, სექტემბერში მომხდარი დაპირისპირება, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მწვავე იყო.

ნატოს სამშვიდობო მისია იქ, 27 ქვეყნიდან, 4500 ჯარისკაცს მოიცავს.