ნატომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, მიიღოს ზომები ჩრდილოეთ კორეის მიერ კიდევ ერთი სარაკეტო გამოცდის საპასუხოდ. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერმა, პარასკევს განაცხადა, რომ ფხენიანის მიერ რაკეტის გამოცდა, გაეროს რეზოლუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევაა.
პარასკევს დილით, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით რაკეტა გამოცადა, მას შემდეგ რაც გაერომ ხუთი დღის წინ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ფხენიანს დამატებით სანქციებს უწესებს. ჩრდილოეთ კორეამ რაკეტა ფხენიანის სუნანის უბნიდან გაუშვა. რაკეტამ იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს გადაუფრინა.