ოთხშაბათს, „ნასას“ მთვარის რაკეტამ თავისი სადებიუტო ფრენა დაიწყო. რაკეტის ბორტზე სამი მანეკენია და ეს საცდელი ფრენა ამერიკას მნიშვნელოვანი ნაბიჯით აახლოებს ასტრონავტების მთვარის ზედაპირზე გადასმასთან, რაც 50 წლის წინ „აპოლოს“ პროგრამის დასრულების შემდეგ პირველად მოხდება.
თუ სამკვირიანი ფრენისას ყველაფერი კარგად წარიმართება, ეკიპაჟის კაფსულა მთვარის ფართო ორბიტაზე გაეშვება და დეკემბერში დედამიწაზე, წყნარი ოკეანის ზედაპირზე დაეშვება.
ასევე ნახეთ: კოსმოსის ყველაზე ღრმა და მკვეთრი გამოსახულებაწლებით დაყოვნებისა და ბიუჯეტის მილიარდობით გარღვევის შემდეგ, კოსმოსში გაშვების სისტემის რაკეტა ცაში აიჭრა და კენედის კოსმოსური ცენტრიდან 4 მილიონი კილოგრამი წევის ძალით, წამების განმავლობაში საათში 160 კილომეტრ სიჩქარეს მიაღწია. რაკეტის თავზე დამაგრებული კაფსულა „ორიონი“, ორ საათზე ნაკლები დროით ფრენის შემდეგ დედამიწის ორბიტიდან მთვარის მიმართულებით გაიტყორცნა.
მთვარისკენ რაკეტის გაშვებას წინ უძღოდა თითქმის სამი თვის განმავლობაში საწვავის გაჟონვები, რაც რაკეტის ანგარში დაბრუნების საჭიროებას ქმნიდა. სექტემბრის ბოლოს რაკეტა ანგარში ქარიშხალ „იანის“ დროს დააბრუნეს. ქარიშხალ „ნიკოლის“ დროს რაკეტა ანგარს გარეთ რჩებოდა. ქარის სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღწევდა. რაკეტამ ქარიშხალს გაუძლო და ქარით მცირე დაზიანების მიუხედავად, მენეჯერებმა გაშვების ნებართვა გასცეს.
გაშვების ადგილზე დაახლოებით 15 ათასი ადამიანი შეიკრიბა, სხვა ათასობით ადამიანი კი ჭიშკრის გარეთ პლაჟებსა და გზებზე იყო შეკრებილი, რათა საკუთარი თვალით ენახა „პროექტ აპოლოს“ გაგრძელება, რომელმაც 1969 და 1972 წლებში მთვარის ზედაპირზე 12 ასტრონავტი გადასვა.