წითელ პლანეტაზე წარსულში სიცოცხლის არსებობის შესახებ განცხადება „როვერიდან“ მიღებული ანალიზის შემდეგ გაკეთდა
ნასა აცხადებს, რომ მარსზე შესაძლოა მიკრობები არსებობდნენ და ამის ახალი მტკიცებულება გააჩნია. პლანეტის ახალმა ბინადარმა „როვერმა“ კლდის გაბურღვის შედეგად მიღებული ქვიშა გამოიკვლია. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ე.წ. ყვითელი დანის ხეობის ქიმიური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ იქ სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთიერებებია, მათ შორის - ჟანგბადი, წყალბადი და ნახშირბადი.
12 მარტს სენსაციური განცხადების ავტორი ნასას მარსის კვლევის პროგრამის წამყვანი მეცნიერი, მაიკლ მაიერი გახლდათ.
“ეს არის ანტიკური გარემო ბუნებრივი ელემენტებით და მინერალებით, როგორიცაა მაგალითად, ოდნავ მარილიანი წყალი, რაც სიცოცხლის არსებობის და ხელშეწყობის პრერეკვიზიტებს წარმოადგენს“ - აღნიშნავს მეცნიერი.
მკვლევარები ამბობენ, რომ მარსის ქვა რამდენიმე სველი პერიოდის არსებობას ადასტურებს. მათ შორისაა წყალნარევი თიხის მინერალები.
„სიცოცხლის ხელშემწყობი გარემოს აღმოჩენაში ვგულისხმობთ წყლის შემადგენლობასაც. მარსზე ისეთი წყალია, იქ რომ გვეცხოვრა, დასალევადაც კი ვარგისი იქნებოდა“ - აცხადებს ნასას მეცნიერი ჯონ გროცინგერი.
„როვერი“ ახლა 150 კილომეტრის სიღრმეზე მდებარე ღრმულს იკვლევს, რომელსაც გეილის კრატერს უწოდებენ. შემდეგ კი მარსის პიკ, მაუნთ შარპისკენ გაემგზავრება. მანქანის ზომის მოწყობილობა მარსს 2012 წლის აგვისტოდან იკვლევს. ორწლიანი და ორმილიარდნახევრიანი პროექტი წითელი პლანეტის მხოლოდ ზედაპირს სწავლობს. მას მიკრობების და ნამარხების გამოკვლევა არ შეუძლია.
ამერიკელი მეცნიერების აღმოჩენამ რუსი კოლეგებიც დააინტერესა. რუსეთმა სულ რამდენიმე დღეში, 14 მარტს ევროპელ პარტნიორებთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც მარსის ერთობლივი მისიის მუშაობას უყრის საფუძველს.
ნასა 2020 წელს მარსზე „როვერის“ ანალოგის გაგზავნას გეგმავს, რომელიც ქვიშას ანალიზისთვის დედამიწაზე ჩამოიტანს. რუსეთის და ევროპის მეცნიერთა ერთობლივი ჯგუფის სურვილია მარსზე მისია 4 წლით ადრე, 2016-2018 წლებში განახორციელოს. ეს ყოველივე ანალიტიკოსებს ცივი ომის დროინდელ შეჯიბრს აგონებს, როცა სამეცნიერო მიღწევა, განსაკუთრებით კოსმოსის ათვისების საკითხებში, ბრძოლაში გამარჯვების ტოლფასი იყო.
ხელშეკრულების დადების შემდეგ ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „იმის დადგენა, არსებობდა თუ არა როდესმე სიცოცხლე მარსზე, ჩვენი დროის მეცნიერთა ერთ-ერთი მთავარი კითხვაა. ამავე დროს ეს არის პროგრამა „ექსომარსის“ უმთავრესი პრიორიტეტი“.
პროგრამას სარაკეტო დანადგარებით „როსკოსმოსი“, რუსეთის კოსმოსური სააგენტო უზრუნველყოფს. თუმცა, სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსი მეცნიერები და ინჟინრებიც საერთაშორისო მისიის სრულფასოვანი მონაწილეები იქნებიან.
ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკება „როსკოსმოსმა“ გასული წლის აპრილში დაიწყო და საბოლოო ხელშეკრულების დადებას თითქმის წელიწადი მოანდომა. მარსის მისია დაახლოებით 1 მილიარდი ევრო დაჯდება. ევროპის სახელმწიფოები 850 მილიონი ევროს გამოყოფის პირობას დებენ. რუსეთი ამ პროექტით კოსმოსის ათვისების ერთ-ერთი ლიდერის პრესტიჟის დაბრუნებას ცდილობს, რომელიც მან თითქმის 20 წელია, რაც დაკარგა. ნასა საერთაშორისო მისიას რადიო და ტელეკომუნიკაციის საშუალებებით დახმარების უზრუნველყოფას პირდება.

Your browser doesn’t support HTML5