მარსის გამოკვლევის მისიის ღირებულება 2.5 მილიარდი დოლარია
შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, ავტომობილის ზომის რობოტი მარსის გამოკვლევას აგრძელებს. ნასას ცნობით, მარსზე მავალის ქარის ერთერთი სენსორი არ მუშაობს, რაც შესაძლოა პლანეტაზე დაშვების შედეგად დაზიანდა. მარსზე მავალი, აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და მის მიზანს მარსის ზედაპირის და გეოლოგიის გამოკვლევა წარმოადგენს, ამინდისა და რადიაციის ჩათვლით. მარსის გამოკვლევის მისიის ღირებულება 2.5 მილიარდი დოლარია. კვლევის მიზანი პლანეტაზე სიცოცხლის შესაძლებლობის დადგენაა.