მიანმარში დაპატიმრებული "როიტერის" ჟურნალისტთა ცოლები მათი ქმრების გამოშვებას ითხოვენ. პან ი-მონმა და ჩიტ სუმ სამშაბათს საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მათი მეუღლეები უდანაშაულოები არიან.
ორშაბათს "როიტერის" ორ ჟურნალისტს მიანმარში 7-7 წელი მიუსაჯეს. ვა ლონი და კიუ სუ-ო მუსლიმი როჰინგას თემის მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს აშუქებდნენ. ჟურნალისტებმა სამთავრობო ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი, რამდენიმე უნიკალური ფოტო მოიპოვეს. სასამართლომ განაჩენი ოფიციალური დოკუმენტების უკანონო ფლობის ბრალდების საფუძველზე გამოიტანა.