ერაყის პოლიტიკური ბლოკის ლიდერი და სასულიერო პირი მუქთადა ალ სადრი, რომელიც ანტი ამერიკული განწყობებით გამოირჩევა, პარლამენტის დათხოვას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. ეს კი სავარაუდოდ კიდევ უფრო გააღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს.
ალ სადრის მომხრეების განცხადებით, ახალი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია შექმნილი მდგომარეობიდან, რადგანაც ამჟამინდელი მთავრობა "სიტუაციის განმუხტვას ვერ ახერხებს". ეს კი მათი აზრით, ქვეყნის ორად გახლეჩას გამოიწვევს.
მდგომარეობა მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ერაყის შიიტმა პრემიერ მინისტრმა, სუნიტი ვიცე პრეზიდენტის თარექ ალ ჰაშემის დაპატიმრების ბრძანება გასცა. ამ უკანასკნელს ბრალად "სიკვდილის რაზმის" ხელძღვანელობა დასდეს. ამჯამად ის ერაყის ავტონომიურ რეგიონში -ქურთისტანში იმალება. ბატონმა მალიკიმ პარლამენტს ასევე სუნიტი ვიცე პრემიერის სალეჰ ალ მუტლაქის თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვა.