ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ჯარისკაცები ერაყიდან მალე შინ დაბრუნდებიან


French students hold up their hands painted with "No" during a protest in Paris, Thursday Oct. 21, 2010. Protesters blockaded Marseille's airport, Lady Gaga canceled concerts in Paris and rioting youths attacked police in Lyon on ahead of a tense Senate v
French students hold up their hands painted with "No" during a protest in Paris, Thursday Oct. 21, 2010. Protesters blockaded Marseille's airport, Lady Gaga canceled concerts in Paris and rioting youths attacked police in Lyon on ahead of a tense Senate v

პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილების შემდეგ, ერაყში გატარებულ რვა წლიან ოპერაციას ამერიკელი ჯარისკაცები წლის ბოლოს დაასრულებენ და შინ დაბრუნდებიან.

უცხო ქვეყანაში წარმოებულ სამხედრო ოპერაციას ოთხი ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი შეეწირა. მრავალი ათასი კი ახლა ტეხასის შტატში მდებარე ფორთ ჰუდის ბაზაზე ბრუნდება, და ნორმლაური ცხოვრების დაწყებას აპირებს.

ამერიკის არმიის მაიორი მაიკ უილიამსი ერაყში გადატანილ წლებს სენსაციურს უწოდებს და ეუფორიას ადარებს.

საშობაოდ მისი ოჯახის მიერ დამზადებული ორცხობილების დაგემოვნებისა და საკუთარი შვილების დანახვის შემდეგ, უილიამს უკვე ეჭვი აღარ ეპარება რომ ნამდვილად შინ არის.

მისი მეუღლე როანი, მთელი ეს პერიოდი ბავშვებს მარტო უვლიდა. როანი დარწმუნებული არ არის, რომ დღეს ამერიკელმა სამხედროებმა ერაყი ნამდვილად უნდა დატოვონ, თუმცა მეუღლესთან თავს ახლა ბევრად უკეთ გრძობს.

:ბედნიერი ვარ. სახიდან ღიმილი არ მშორდება. მას ძალიან დიდი ხანი ველოდით.“

ქალბატონი უილიამსი მისი ოჯახის მიერ განცდილ ტკივილზე და დიდ მსხვერპლზეც საუბრობს. თუმცა იმასაც დასძენს, რომ არცერთი წუთით ამ მსხვერპლზე არ ინანებს თუკი მისი შვილები მომავალში მშვიდ ქვეყანაში იცხოვრებენ.

„მე მირჩევნია ჩვენ ტერორისტებს სხვა ქვეყანაში ვებრძლოთო ვიდრე საკუთარ მიწა წყალზე და ნამდვილად გამართლებულია ის მსხვერპლი, რომელიც ჩემმა ოჯახმა გაიღო თუკი ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მშვიდობიანი მომავალი გვექნება.“

მაიორი უილიამსი ერაყში რამდენიმეჯერ მოექცა მტრის ცეცხლის ქვეშ. ახლა ის ბრინჯაოს მედლით დამშვენებული ბრუნდება სამშობლოში, თუმცა ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი დამსახურება მაინც იმის გაცნობიერებაა, რომ ამერიკის უსაფრთხოების განმტკიცებაში თავისი წვლილი შეიტანა, მონაწილეობა მიიღო ერაყის სადამ ჰუსეინის მარწუხებისგან გათავისუფლებაში და ალ-ყაიდასთან ბრძოლაში წვლილი შეიტანა.

„ეს ნამდვილად დიდი დამსახურება იყო-გავათავისუფლეთ ერაყი და მტერი გავანადგურეთ საკუთარ ქვეყანაში, ნაცვლად იმისა, რომ მისთვის მოქმედების თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში მიგვეცა. გრძელვადიან პერსპექტივაში, ვფიქრობ, რომ ჩვენ ქვეყანაში არაერთი ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე გადავარჩინეთ და კიდევ ერთი 11 სექტემბერი ავიცილეთ თავიდან.“

უილიამსი, ისევე როგორც სხვა ამერიკელი რამდენიმე ათასი ჯარისკაცი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სპეციალურ რეინტეგრაციის პროგრამას გაივლის და ფორთ ჰუდის ბაზაზე სამსახურის ახალ ეტაპზე გადავლენ.

უილიამსის განცხადებით, ტერორიზმის წინააღმდეგ წარმოებული ოპერაცია დასრულებული არ არის და რომ მისი სამომავლო მისიაა ახალი სამხედრო ოპერაციისთვის მოემზადოს სადაც არ უნდა იყოს ის.

XS
SM
MD
LG