ლავროვი, სტოლტენბერგი მიუნხენში ხვდებიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხვალ ნატოს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, გენერალურ მდივანს ხვდება. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ეს სერგეი ლავროვის და იენს სტოლტენბერგის პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ევროპაში ნატოს ძალების გაძლიერებას დაუჭირა მხარი.

დასავლური ალიანსის უპრეცენდენტო გაფართოების, მისი ბიუჯეტის 4-ჯერ გაზრდის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც უპრეცედენტოა ცივი ომის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა ობამამ 2 თებერვალს განაცხადა. დაზუსტებული ბიუჯეტი კონგრესს დასამტკიცებლად 9 თებერვალს გადაეცა, რომლის მიხედვითაც 2017 წელს შეერთებული შტატების სამთავრობო ბიუჯეტიდან ევროპაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ 4.3 მილიარდი გამოიყოფა. აქედან 3.4 მილიარდი სამხედრო დანახარჯებზეა გათვლილი.

რუსეთი ნატოს ქმედებას ევროპის სტაბილურობისთვის საფრთხედ აფასებს. ამ კვირის დასაწყისიდან უკრაინის საზღვართან განლაგებული რუსეთის არმია საგანგაშო რეჟიმზე გადავიდა.