ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო აღმოსავლეთ ევროპაში და შავი ზღვის რეგიონში იაქტიურებს


ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატომ აღმოსავლეთ ევროპაში გაზარდა ნატოს საზვრებთან წინა პოზიციებზე ყოფნა. ოთხშაბათს, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე ბრიუსელში საუბრისას მან აღნიშნა, რომ ნატო გაერთიანებული ძალებით უპასუხებს აგრესიას მის მოკავშირეებზე. სტოლტენბერგი სავარაუდოდ რუსეთიდან მომავალ აგრესიას გულისხმობდა.

ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატომ გაზარდა საზღვაო წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში, და რომ ალიანსი მუდმივად ახდენს შავი ზღვის რეგიონში განვითარებული მოვლენების შეფასებას, ასევე აქტიურად მუშაობს საქართველოსთან არსებითი პაკეტის განხორციელების მიმართულებით.

XS
SM
MD
LG