14 მარტს, შავი ზღვის თავზე ორმა რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავმა SU 27-მა ამერიკულ სადაზვერვო დრონი MQ-9-სთვის გზის გადაჭრა სცადა. ვაშინგტონში ამბობენ, რომ რუსი მფრინავების "არაპროფესიონალური" ქმედების გამო დრონი დაზიანდა, რის გამოც ამერიკული საფრენი აპარატი შავ ზღვაში ჩაუშვეს.
მოგვიანებით პენტაგონმა მომხდარის შესახებ ვიდეო მასალა გაავრცელა. კადრებში ჩანს თუ როგორ უახლოვდება ჯერ ერთი და შემდეგ მეორე რუსული თვითმფრინავი ამერიკულ დრონს. პენტაგონის მტკიცებით რუსმა მფრინავებმა დრონს ბენზინი დაასხეს, მცირე შეჯახების დროს კი დრონის პროპელერი დაზიანდა.
ამერიკული დრონი ამ დრომდე შავ ზღვაში რჩება და პენტაგონი ამბობს, რომ მას წყლიდან უახლოეს პერიოდში ამოიღებს. ოფიციალური ვაშინგტონი ამბობს, რომ ეს განზრახ ქმედება იყო. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მოსკოვმა ამერიკული დრონის ჩამოგდებაში მონაწილე მფრინავები დააჯილდოვა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა რეგიონში ახალი ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი RQ-4 Global Hawk სახმისით FORTE10 შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა. გამოცემა Flightradar24-ს მონაცემებს ეყრდნობა.
RQ-4 იტალიის ქალაქ კატანიას სიახლოვეს არსებული სიგონელის ავიაბაზიდან აფრინდა. მის გადაადგილებას 20 ათასზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს.
მანამდე "სი-ენ-ენი" წერდა, რომ ამერიკელმა სამხედროემა ახალი უპილოტო საფრენი აპარატი შავი ზღვის რაიონში დრონის MQ-9 Reaper-ს ჩამოვარდნის ადგილის დასათვალიერებლად და რუსეთის სამხედროების მოქმედებებზე დასაკვირვებლად გაიგზავნა, რომლებმაც დრონის ნამსხვრევების მოძიება დაიწყეს.
რა მახასიათებლები აქვს ამერიკულ დრონ MQ-9-ს?
ამერიკულ MQ-9 ტიპის უპილოტო საჰაერო ხომალდს 16 კილომეტრამდე სიმაღლეზე, 27 საათის განმავლობაში ფრენა და დახვეწილი კამერებით, სენსორებითა და რადარებით სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება შეუძლა. მისი ფრთების სიგრძე 20 მერტია, შეუძლია გადაიტანოს თითქმის 2 ტონა საწვავი და იმოძრაოს 240 კვანძი „ნამდვილი საჰაერო სიჩქარით.“
ეს დრონი შეერთებული შტატების საჰაერო ძალებს 16 წლის წინ გადაეცა. ის შეიძლება აღიჭურვოს ჰაერი-მიწა რაკეტებით.
MQ-9 ტიპის დრონები ასევე შეძენილი აქვს აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს, ნასას, დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებს, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის საჰაერო ძალებს.
როგორც წესი, დრონები უფრო იაფია, ვიდრე პილოტირებული თვითმფრინავი და უფრო უსაფრთხოა ოპერატორებისთვის, რადგან მათ არ სჭირდება პილოტი. სხვა თვითმფრინავებისგან განსხვავებით, სადაზვერვო მასალის შეგროვების მიზნით, დრონებს შეუძლიათ საათობით იფრინონ. „ჯენერალ ატომიქსის” მონაცემებით, საათში მათი ფრენის ღირებულება, დაახლოებით, 3500 დოლარია. იმავე დროით ფრენა კი, დაახლოებით, 8000 დოლარი ჯდება, მაგალითად F-16-ის შემთხვევაში.
საჰაერო ძალების ინფორმაციით, 56,5 მილიონ დოლარად მათ შეუძლიათ შეიძინონ ოთხი MQ-9 დრონი სენსორებით, სახმელეთო კონტროლის სადგურით და სატელიტური კავშირით.