სომხეთი და აზერბაიჯანი თანახმა არიან მონაწილეობა მიიღონ მოსკოვის შუამდგომლობით მოწყობილ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც მთიან ყარაბაღში გამწვავებული ვითარების მოგვარებას შეეცდება. განცხადება დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
"ბაქო და ერევანი მონაწილეობას ადასტურებენ" - თქვა მარია ზახაროვამ, სამინისტროს პრესსპიკერმა. მისი თქმით, მომავალი შეხვედრისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
ასევე ნახეთ: მთიანი ყარაბაღი - რეგიონულ მოთამაშეთა ინტერესებისამშვიდობო მოლაპარაკებაზე თანხმობას წინ უძღოდა ვლადიმირ პუტინის "სატელეფონო დისკუსიების სერია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან" - აცხადებს მოსკოვი. რუსეთის პრეზიდენტმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ, ასევე ტყვეების და დაღუპულთა გვამების გაცვლისკენ მოუწოდა.
27 სექტემბერს განახლებული დაპირისპირება, ხუთშაბათს ღამითაც გაგრძელდა, როცა ორივე დაპირისპირებული ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიწვევას დათანხმდა. მანამდე, აზერბაიჯანულმა და სომხურმა მხარეებმა უყურადღებოდ დატოვეს ბოლო ორი კვირის მანძილზე საერთაშორისო მოწოდებები.
შეერთებული შტატების, საფრანგეთის და იგივე რუსეთის მიერ, არაერთხელ გაკეთდა მოწოდება ესკალაციის შეწყვეტის და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის თაობაზე. ეს სამი ქვეყანა მეთაურობს ეუთოს მინსკის ჯგუფს, რომელიც რეგიონში სამშვიდობო გადაწყვეტილების მიღწევას ცდილობს.
ასევე ნახეთ: ირანის პრეზიდენტი ფართომასშტაბიან ომზე შიშობს, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი გამწვავდამთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე მსგავსი გამწვავება გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა. ძირითადად ეთნიკური სომხებით დასახლებულმა რეგიონმა აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე, დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა, საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში. ამ ნაბიჯმა ორ ქვეყანას შორის ომი გამოიწვია.
1994 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე, ესკალაციამ 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სამშვიდობო ხელშეკრულების დადების თაობაზე ეუთოს ე.წ. მინსკის ჯგუფის მცდელობა 2010 წელს საბოლოოდ ჩაიშალა.
ასევე ნახეთ: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბრძოლები ქალაქებზე ვრცელდება