ჰასან როჰანი, ირანის პრეზიდენტი ფართომასშტაბიან ომზე ლაპარაკობს, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი გამწვავდა. როჰანი აცხადებს, რომ თუ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი ქვეყნების საზღვრებს გასცდა, არ არის გამორიცხული ამ დაპირისპირებამ რეგიონული ომის სახე მიიღოს.
ამ საკითხზე ირანის პრეზიდენტის შეშფოთება, ოთხშაბათს, მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრისას გამოთქვა. ჩრდილოეთ ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებიდან მეათე დღეა და უკვე ასობით დაშავებული და დაღუპულია სამხედრო შემადგენლობასა და მშვიდობიან მოსახლეობაში. მთიან ყარაბაღში აფეთქებული ჭურვის ნამსხვრევებმა უკვე დააზიანა მეზობელი ირანის სოფლების კარმიდამოები. შედეგად, დაშავდა მცირეწლოვანი ბავშვი.
ირანს საზღვარი აქვს როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან. ორივე ქვეყანასთან თეირანს კარგი დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებს.
Facebook Forum