რუსეთის საპატრიარქოს განკარგულებით, კორონავირუსის გავრცელების გამო, მოსკოვსა და მიმდებარე რეგიონებში, ვნების შვიდეულსა და აღდგომის დღესასწაულზე, ეკლესიების კარები მორწმუნეთა დიდი ჯგუფებისთვის დაიკეტება.
ასევე ნახეთ: საქართველოში, სააღდგომო ლიტურგია შაბათს, 23 საათზე დაიწყებარუსეთი დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2 186 შემთხვევის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 15 770-ს მიაღწია, 130 ადამიანი კი გარდაიცვალა.
მოსკოვში, საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო, შაბათს 1 358 ადამიანი დააჯარიმეს. 12 მილიონიან მოსკოვში, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე ადამიანებს გარეთ გასვლა ეკრძალებათ.