რუსეთმა მოსკოვში პოლონეთის საელჩოს ხუთი თანამშრომელი გაააძევა იმის საპასუხოდ, რომ ვარშავამ პოლონეთში სამი რუსი დიპლომატი, თავისი დიპლომატიური სტატუსის დარღვევის გამო პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.
23 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში პოლონეთის ელჩი, კჟიშტოფ კრაჯევსკი გამოიძახა და ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
ასევე ნახეთ: იტალიამ ორი რუსი დიპლომატი ჯაშუშობის გამო გააძევა
რუსეთმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც პოლონელ დიპლომატებს რუსეთის დასატოვებლად ვადას 15 მაისამდე აძლევს, მიიღეს, რადგან ვარშავა “ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი დაკნინების და რღვევის კურსს შეგნებულად მიყვებოდა.”
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი 15 აპრილს, მათ მიერ საკუთარი დიპლომატიური სტატუსის დარღვევის და “პოლონეთისთვის საზიანო საქმიანობისთვის” გააძევა.