ევროკავშირი სიმპათიებს გამოხატავს მოლდოვის ახალი ხელმძღვანელობისადმი. გაერთიანებამ მზადყოფნა გამოხატა დაეხმაროს ჩვენს მთავრობას კორუფციასთან ბრძოლაში და სასამართლო სისტემის რეფორმირებაში, თქვა პრეზიდენტმა მაია სანდუმ "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში. მან დასძინა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანამ უნდა ისარგებლოს ამ შესაძლებლობით.
სანდუმ, რომელმაც განათლება ამერიკაში მიიღო და მსოფლიო ბანკში მუშაობდა, 2020 წლის ნოემბერის არჩევნებში იგორ დოდონი, პრო-რუსი კანდიდატი დაამარცხა და ქვენის პრეზიდენტი გახდა. ის ხალხს დაჰპირდა, რომ კორუფციის წინააღმდეგ იბრძოლებდა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას შეეცდებოდა.
ასევე ნახეთ: მოლდოვის მთავრობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გასამართად გადადგა"ძალიან დიდი მხარდაჭერა და ღიაობა, უპრენცენდენტო ღიაობა დავინახე მოლდოვის მიმართულებით... რაც უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს",- თქვა სანდუმ.
"ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ, რადგან ხალხი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს ელოდება კორუფციასთან ბრძოლისა და იურიდიული რეფორმების საკითხებზე",- ამბობს ახლადარჩეული პრეზიდენტი.
მოლდოვა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა და ძალიან მკვეთრადაა გაყოფილი პრო-რუს და პრო-დასავლელ მოსახლეობად.