მოლდოვის პოლიცია ამბობს, რომ რუსეთში ხალხს არეულობაში მონაწილეობისთვის ამზადებდნენ

მოლდოვის პოლიციამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მათ აღმოაჩინეს სქემა, რომელიც გულისხმობს ადამიანების რეგულარულად გაგზავნას რუსეთში ტრეინინგზე იმისთვის, რომ ისწავლონ, როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა საპროტესტო აქციებსა და სხვა სამოქალაქო არეულობებში მოლდოვის შიგნით.

ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია ტრეინინგის ორგანიზებაზე, დაკავშირებულია გაქცეულ პრო-კრემლისტ ბიზნესმენ ილან შორთან, განაცხადა პოლიციამ ბრიფინგზე.

„ანტიკორუფციული პროკურატურა ამჟამად აწარმოებს გამოძიებას რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც დაკავშირებულია კრიმინალური საზოგადოების ინტერესებისთვის მასობრივი არეულობის მომზადებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პროკურორმა ვიქტორ ფურტუნამ.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ადამიანები ივნისიდან რეგულარულად მიჰყავდათ 20-კაციან ჯგუფებად რუსეთში ტრეინინგზე. მათი თქმით, სულ ტრეინინგში 300-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საზოგადოებისთვის შეზღუდული ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ მიმდინარე გამოძიების გამო.

შორს, პრორუს ბიზნეს მაგნატს, შარშან დაუსწრებლად მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა 2014 წელს საბანკო სისტემიდან 1 მილიარდი დოლარის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, რომელსაც მოლდოვაში "საუკუნის ქურდობა" უწოდეს.