რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებისას დააკავეს. ის მოსკოვში ბერლინიდან, აგვისტოში მისი ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" მოწამვლიდან ხუთი თვის თავზე ჩავიდა. მას პირობითი სასჯელის დარღვევას და საპატიმროში არ გამოცხადებას ედავებიან, მაშინ როცა ის გერმანიაში მკურნალობის კურსს გადიოდა. ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა ემუქრება.
იმაზე თუ რა გეგმები აქვს მის გუნდს და რას ნიშავს მისი დაკავება, რუს ოპოზიციონერს, ნავალნის თანაგუნდელს, ვლადიმირ მილოვს, "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ანი ჩხივკაძე ესაუბრა.
დიდი მადლობა პირველ რიგში, დავიწყოთ იმით რაც მოხდა. როგორ ფიქრობთ რას ნიშნავს რუსეთისთვის ალექსეი ნავალნის დაკავება ?
პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ პუტინს ძალიან აშინებს ოპოზიციის ღია კამპანია მომავალ ფედერალურ საპარლამენტო არჩევნებზე. ნავალნი გახდა ძალიან ეფექტური ლიდერი, რომელიც მმართველ „ერთიანი რუსეთის“ პარტიას უპირისპირდებოდა წარსულში რეგიონულ და ადგილობრივ არჩევნებზე.
ჩვენ მივდივართ უპრეცენდენტო სიტუაციისკენ სექტემბრისთვის, როცა მომავალი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. მმართველ პარტიას ისტორიულად ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს და უმრავლესობის დაკარგვა ემუქრება პირველად, 2003 წლის შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ასე მოახერხა პუტინმა ჩვენი კონსტიტუციის წამყვანი მუხლების შეცვლა, პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერის შედეგად.
მმართველი პარტიის რეიტინგები უფრო და უფრო მცირდება. ეკონომიკური სიტუაცია აღარ უმჯობესდება და პუტინს ძალიან აშინებს ძლიერი ლიდერი.
2003 წლამდე, მისი პირველი ვადის დროს, მართალია ავტორიტარიზმის ნიშნები იკვეთებოდა, მაგრამ რუსეთი იყო შედარებით თავისუფალი ქვეყანა. „ფროდომ ჰაუსიც“ კი მაშინ, რუსეთს „ნახევრად თავისუფლად“ აფასებდა. თუმცა მას შემდეგ, რაც მათ პარლამენტში უმრავლესობა მიიღეს, სწრაფად მოახერხეს საკონსტიტუციო უმრავლესობის გამოყენებით, იმ თავისუფლებების შეზღუდვა, რომლებიც შედარებით თავისუფალ საზოგადოებას ქმნიდა. ასე მუშაობს დიქტატურა.
ასევე ნახეთ: ნავალნი: პუტინს ჩემი მოკვლა და სხვების შეშინება სურდა
პუტინი ძალის პოლიტიკაზე გაიზარდა, ჩეჩნეთის ომის, ნორდ-ოსტის და ბესლანის ტერაქტების შედეგად
ჩვენ შეგვეძლება ეს შევცვალოთ და ამისთვის „ერთიანი რუსეთის“ პარტიისთვის უმრავლესობის ჩამორთმევას უნდა მივაღწიოთ. სწორედ აქეთკენ მივდივართ, რადგან არსებული ტენდენციები, სავარაუდოდ, არ შეიცვლება. მმართველი პარტიის რეიტინგები უფრო და უფრო მცირდება. ეკონომიკური სიტუაცია აღარ უმჯობესდება და პუტინს ძალიან აშინებს ძლიერი ლიდერი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა რეგიონებს და სხვადასხვა ამომრჩეველს მიწვდეს. მობილიზაცია დიდია. სწორედ ეს აშინებს პუტინს და სწორედ ამიტომ უღირს, ნებისმიერ ფასად, ნავალნის ციხეში ჩასმა.
ეს ალბათ ალექსეი ნავალნის მიმართ უფრო მეტი ყურადღების მიპყრობას იწვევს, მის დაკავებას გამოხმაურებები მოჰყვა საზღვარგარეთაც და მათ შორის, შეერთებულ შტატებში. რამდენად არის ეს კონტრპროდუქტიული სტრატეგია და რა არის კრემლის გათვლები?
ვფიქრობ, აქ საქმე არა რთულ გათვლებთან, არამედ პრიმიტიულ და ვიტყოდი, ძალის სულელურ დემონსტრირებასთან გვაქვს. პუტინისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პუტინი ამ ძალის პოლიტიკაზე გაიზარდა, ჩეჩნეთის ომის, ნორდ-ოსტის და ბესლანის ტერაქტების შედეგად. მას აქვს ანგარიშგასაწევ ოპონენტთან დაპირისპირების კომპლექსი. მხოლოდ ძალის დემონსტრირება შეუძლია და იმის ჩვენება, რომ მზადაა ის ფიზიკურად გაანადგუროს. ის თვლის, რომ მისი დაშინების პოლიტიკა, ოპოზიციური მოძრაობის ლიდერის განადგურება, ოპოზიციის შეშინება, უფრო ეფექტურია, ვიდრე სხვა გზები.
ასევე ნახეთ: ნავალნი "შერემეტიევოს" აეროპორტში საპასპორტო კონტროლზე დააკავესᲛაგრამ, ბევრჯერ ვიხილეთ, რომ პუტინი ცდება, როცა ვითომ ტაქტიკურად მოქმედებს, მაგრამ ვერ ახერხებს მოვლენების რთული განვითარების გათვლას. ახლა რაც ხდება, ამას აჩვენებს.
ნავალნიმ იპოვა ახალი გზა, რომლითაც უკავშირებს პუტინის პოლიტიკის საშინელ შედეგებს, ხალხის რეალურ პრობლემებს
მე ვფიქრობ ეს უნდა განვიხილოთ, ძალის გამოყენების პუტინისეულ პრიმიტიულ პრიზმაში. მას არ შეუძლია დათმობებზე წავიდეს, რადგან ამ შემთხვევაში სუსტად გამოჩნდება. ეს მისცემს ოპოზიციას იმპულსს, რომ მან გაიმარჯვა და ის უფრო აქტიური გახდება. მას ჩვენი ყველას შეშინება სურს. იმას კი ვერ ხვდება, რომ ეს არ მუშაობს. მისი შთაგონების წყარო ლუკაშენკოს მაგალითია, რომელიც დემონსტრანტებს ძალიან ხისტად და სასტიკად უდგება. პუტინი თვლის რომ იქ ლუკაშენკო იგებს. ამიტომ მან გადაწყვიტა მსგავსი ტაქტიკა აირჩიოთ.
ჩვენ გვესმის, რომ ეს ნავალნის მიმართ ინტერესს, მის პოპულარობას და ანტიპუტინურ ოპოზიციურ განწყობებს გაზრდის. თუმცა, პუტინმა ისე დაკარგა მოსახლეობასთან კავშირი, რომ ის ამას ვერ ხვდება და მსგავს ძალაზე დამყარებულ თამაშს თამაშობს.
რუსეთში სხვა ოპოზიციური ლიდერებიც გვინახავს, მაგალითად ბორის ნემცოვი, რომლებიც გამოჩნდებოდნენ ხოლმე, თუმცა მათ პოლიტიკურად ან ფიზიკურად ანადგურებდნენ. რით განსხვავდება ნავალნი, სხვა ლიდერებისგან ვინც გვინახავს და რამდენად აქვს მას უნარი რუსეთში უფრო მეტი მხარდაჭერის მოპოვების?
ვფიქრობ, ნავალნი განსხვავებულია, რადგან მას აქვს უკეთესი კავშირები ჩვეულებრივ ხალხთან, ადგილობრივ დონეზე. წარსულის პოლიტიკოსები ხშირად იმეორებდნენ ძველ გზავნილებს. გზავნილებს 1990-იანი წლებიდან: დემოკრატია დიქტატურის წინააღმდეგ, სამოქალაქო უფლებები და კანონის უზანესობა უკანონობის წინააღმდეგ და ა.შ. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, თუმცა ნავალნიმ იპოვა ახალი გზა, რომელსაც უკავშირებს პუტინის პოლიტიკის საშინელ შედეგებს, ხალხის რეალურ პრობლემებს, როგორიცაა ცხოვრების დაბალი დონე, მაღალი ფასები, ძალზედ დაბალი ხელფასები და ეკონომიკური შესაძლებლობების ნაკლებობა. ეს განსხვავებული გზავნილია, და ბევრი რუსისთვის ეს გასაგებია, მაშინ როცა დემოკრატია-ავტოკრატიის წინააღმდეგ დებატები მათთვის უცხო იყო.
ასევე ნახეთ: ნავალნის საქმე - როგორ, რატომ და ვინ მოწამლა ოპოზიციონერი საბჭოთა აგენტითდამატებით, ნავალნის გარკვეული მაგიური ძალა აქვს რუს ახალგაზრდებთან ურთიერთობაში... ის ძალიან პოპულარულია ახალგაზრდა რუსებს შორის. ნავალნი ახალი თაობის პოლიტიკოსია. სწორედ ამიტომ ეშინია მისი პუტინს. ის ხვდება, რომ რაღაც ახალი მოდის, რომელსაც ის ვერ გაუთანაბრდება და ამიტომ მოქმედებს ასე აგრესიულად ნავალნის წინააღმდეგ.
სწორედ ამაზე,... მოწამვლის შემდეგ ნავალნი რუსეთში ჩავიდა. დასავლეთში ბევრი ამის უკან კრემლს ხედავს, ბევრი ასევე საუბრობს იმაზე, რომ დღეს კრემლში დაბნეულნი არიან, რა შეიძლება იყოს მათი შემდეგი ნაბიჯები, მესმის, რომ რთულია ამ პროგნოზის გაკეთება, თუმცა როგორ ფიქრობთ, რა მიდგომა აქვს დღეს კრემლს ნავალნის მიმართ?
ჩვენ შეიძლება ვიხილოთ პუტინის მხრიდან ძალის დემონსტრირება. ის გააგრძელებს იმის ჩვენებას, რომ ის ნავალნიზე უფრო ძლიერია. თუმცა ვფიქრობ, რომ მალე მიხვდებიან, რომ ეს არ მუშაობს და ეს ნეგატიურ შედეგამდე მიგვიყვანს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ მიდის გამოკითხვები სამთავრობო სააგენტოების მხრიდან, ფედერალური სტატისტიკის სამსახურის და სხვების მხრიდან ნავალნიზე.
ასევე ნახეთ: რუსი ნაციონალისტი და პუტინის კრიტიკოსი - ვინ არის ალექსეი ნავალნირაღაც დროის მერე, ვფიქრობ მიხვდებიან, რომ შეცდომას უშვებენ და ეცდებიან სახის შენარჩუნებას გარკვეული გზებით. ნავალნისთვის რისკი მაღალია, თუმცა მას ესმის, რომ პუტინისთვის უპერსპექტივოა მისი განადგურების მცდელობა. ეს არ გამოვა. მას შემდეგ, რაც ის მოწამლეს, პუტინმა ჩათვალა, რომ დანარჩენი ოპოზიცია გაიქცეოდა და შეეშინდებოდა, თუმცა ეს არ მოხდა. ნავალნიმ შექმნა მუშაობის ისეთი სტანდარტი, როცა ჩვენ შეგვიძლია მუშაობა გავაგრძელოთ როგორც გუნდმა, თუნდაც მის გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს გამოჩნდა ბოლო ნახევარი წლის მაგალითზე.
მას შემდეგ, რაც ის მოწამლეს, პუტინმა ჩათვალა, რომ დანარჩენი ოპოზიცია გაიქცეოდა და შეშინდება, თუმცა ეს არ მოხდა.
ვფიქრობ, მალე მიხვდებიან, რომ ასეთი ნაბიჯები არ იმუშავებს. იმედი მაქვს, რომ გაანალიზებენ და შეცვლიან ქცევას. თუმცა ჩვენ სხვა სცენარისთვისაც ვართ მზად. თუ არ შეცვლიან, უფრო მტკიცედ დავუდგებით.
ნავალნის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოში დაიწყო დისკუსია, თუ რამდენად განსხვავდება ის პუტინისგან. მისი განცხადებების ნაწილზე საქართველოს მიმართ, მან ბოდიში მოიხადა, თუმცა ნაწილზე ამბობს, რომ იგივე პოზიციაზე რჩება. შეიცვალა, მისი პოზიცია თუ არა? მესმის, რომ მის ნაცვლად გთხოვთ პასუხს, თუმცა რა არის მისი პოზიციები დღეს სამეზობლოს მიმართ, ვხედავთ ცვლილებას?
როცა საქართველოში, 2008 წლის ომი მოხდა, მე და ის ძალიან ღიად ვჩხუბობდით ინტერნეტში ამ საკითხზე. ჩვენ ეს თემა ხშირად განგვიხილავს მოგვიანებითაც. ერთის მხრივ მისი პოზიცია ამის შემდეგ ძალზედ შეიცვალა. ის, რა თქმა უნდა, ეთანხმება და მე ამას ხშირად ვახმოვანებ, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცის საზღვრების გადახედვა მიუღებელია. ეს მისი პრინციპული პოზიციაა. საჭიროა ასევე მაშინდელი კონტექსტის გათვალისწინება, 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა შემთხვევით არ წააგო არჩევნები. საქართველოში ვხედავდით ავტორიტარულ ტენდენციებს.
ასევე ნახეთ: ევროკავშირი ნავალნის მოწამვლის გამო მოსკოვს სანქციებს უწესებს
ჩვენ ყველა პრინციპულად ვართ პოზიციაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, უნდა იყოს განხილული როგორ საქართველოს ნაწილი.
“ფრიდომ ჰაუსმა” 2008 წელს, საქართველოს რეიტინგები შეამცირა, იმიტომ რომ ზღუდავდნენ ოპოზიციას. ნავალნიმ ამაზეც გააკეთა კომენტარი. სააკაშვილს ბევრი აღიქვამს, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლს, მაგრამ მაშინ ეს ასე არ გამოიყურებოდა. გვახსოვს, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ცხინვალში შეხვდებოდა ახალ წელს. 2006 წელს თბილისში ვიყავი, სააკაშვილსაც შევხდი. მაშინ განიხილებოდა ასევე ძალადობრივი სცენარები ტერიტორიული პრობლემების გადასაჭრელად. მე და ნავალნის ეს არ მოგვწონდა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ძალადობრივ სცენარებს. ამიტომ, აქ სიტუაცია უნდა განვიხილოთ ისე, როგორც იყო 2008 წლის აგვისტოში. თუმცა ნათელია, რომ თავად რუსულ აგრესიას ნავალნი მაშინაც და დღესაც გმობს. არავინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ სვამს საზღვრების უცვლელობის პრინციპს. ჩვენ ყველა, პრინციპულად ვართ პოზიციაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, უნდა იყოს განხილული როგორ საქართველოს ნაწილი. იყო განსხვავებები, პოზიციები შეიცვალა, თუმცა საჭიროა, არ დავივიწყოთ მნიშვნელოვანი ასპექტებიც.
თქვენ თქვით, რომ დროსთან ერთად პოზიციები შეიცვალა. ხშირად ისმის კითხვა, ვინ არის ის - ნაციონალისტი თუ ლიბერალი. როგორ ფიქრობთ, სად დგას ის ამ საკითხზე, განსაკუთრებით იმ კონტექსტს თუ დაუკავშირებთ, რომელიც მოგვიანებით უკრაინაში ვიხილეთ. რა პოზიციები აქვს მას დღეს?
ნავალნი ყოველთვის იყო იმის მხარდამჭერი, რასაც ეძახიან წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, დემოკრატიულ მსოფლიო წესრიგს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებსა და კანონს. რუსეთშიც სწორედ ამაზე საუბრობს, კანონიერებააა მისი არგუმენტი დესპოტიზმის და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. ამიტომ, უცნაურია ფიქრობდე, რომ საერთაშორისო არენაზე ის სხვა პრინციპებით იმოქმედებს.
ასევე ნახეთ: ვაშინგტონში დიპლომატები ფიქრობენ, რომ ბაიდენი სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ გაამკაცრებს
ნავალნი ყოველთვის იყო იმის მხარდამჭერი, რასაც ეძახიან წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს,
ბევრი ახლა მის წარსულ განცხადებებს პოულობს, რომ თითქოს, ნავალნის სურს ინტეგრაცია ყოფილი საბჭოთა კავშირის, რომ რუსებს ყოველთვის სურთ საბჭოთა კავშირის აღდგენა. თუმცა, ჩვენ ამას რეალურად, სრულიად განსხვავებულად ვუყურებთ ვიდრე პუტინი. ჩვენთვის სასურველი იქნებოდა უფრო ახლო ინტეგრაცია დიდი ევროპული და ევრაზიული საზოგადოების - ევროპა ლისაბონიდან ვლადივასტოკამდე.
ჩვენ მოგვწონს დემოკრატიული ევროკავშირი, ჩვენ გვინდა, რომ ყველა აქეთკენ მივდიოდეთ, ამ მიმართულებით და გავავრცელოთ ის წესები და ნორმები, რომლებიც მოქმედებს ევროკავშირში ჩვენს ტერიტორიაზეც და ასე დავუახლოვდეთ ერთმანეთს. ასე უნდა ხდებოდეს ჩემი და ნავალნის პოზიციების ინტერპრეტაცია. ანუ, ჩვენ არ ვხედავთ რუსეთს როგორც ძალის ცენტრს, რომელიც ევროპას უპირისპირდება. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში ბარიერები უნდა მოვხსნათ. და წავიდეთ ევროპისკენ და იქ გზაზე შევხვდეთ.