სირიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. ქალაქ სვაიდაში თავი რამდენიმე ადამიანმა აიფეთქა.
ბრიტანეთში ბაზირებული "ადამიანის უფლებების ობსერვატორია" იუწყება, რომ მახლობელ სოფლებში შეტაკებები მოხდა სამთავრობო ძალებსა და დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შორის.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიასა და ერაყში კონტროლირებული ტერიტორიების დიდი ნაწილი დაკარგა და ახლა, მხოლოდ სირიის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებზე ინარჩუნებს კონტროლს.