მეტეორის ნაწილები დედამიწის ატმოსფეროში საათში 145,000 კილომეტრის სიჩქარით შემოვლენ
ამერიკის კოსმოსური სააგენტოს ნასას განცხადებით, ასტეროიდის ნაწილები, რომელიც წლების განმავლობაში მზის გარშემო ბრუნავდა, დედამიწას უახლოვდება.
მეტეორის ნაწილები დედამიწის ატმოსფეროში საათში 145,000 კილომეტრის სიჩქარით შემოვა და ხმელეთიდან 80 კილომეტრის სიმაღლეზე დაიწვება.
ნასას განცხადებით, ამ სანახაობის მომსწრე დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანები გახდებიან. უღრუბლო ამინდის შემთხვევაში, აზიის მოსახლეობა, დედამიწის ატმოსფეროში მეტეორის ნაწილების შემოსვლის პროცესს, სრულად დაინახავს.