„ძალიან აღელვებული ვარ, რადგანაც ეს იყო გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელიც წარმატებით გადაიდგა. ამით მომავალში ბევრი მიზნის მიღწევა შეიძლება. კაცობრიობის საბოლოო მიზანი ხომ მრავალი პლანეტის ათვისებაა,“ - ამბობს ელონ მასკი.
ნასა ასევე თანამშრომლობს ორბიტულ სამეცნიერო კორპორაციასთან, რომელმაც ანტარის სტილის რაკეტა და კოსმოსური მზიდი შექმნა. აღნიშნული მიღწევების დემონსტრირება და კოსმოსურ სადგურზე გაშვება 2013 წელს იგეგმება. ჩარლზ ბოლდენი ნასას ადმინისტრატორია.
„საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტრანსპორტირების მისია კერძო სექტორს გადავეცით. ამდენად, ნასას შეუძლია უკვე ყურადღების კონცენტრირება, რათა გამოიკვლიოს მზის სისტემა, ასტეროიდები და პლანეტა მარსი“- ამბობს ჩარლზ ბოლდენი.
ნასა ამჯერად ქმნის უდიდეს რაკეტას, კოსმოსში გამშვებ სისტემას და ორიონის კაპსულას, ხომალდს რომელსაც ასტრონავტების გაყვანა 15 ჯერ უფრო მეტ მანძილზე შეეძლება ვიდრე საერთაშორისო კოსმოსური სადგურია. უპილოტო მისიის განხორციელება 2014 წელს იგეგმება.
ნასას მომავლის თაობის კაპსულამ ვაშინგტონის სამეცნიერო ფესტივალზე დიდი ყურადღება დაიმსახურა. ენდრიუ გლანსი ამერიკელი სტუდენტია:
„მიხარია რომ აქ ვხედავ სრულ კოსმოსურ პროგრამას. მეგონა რომ ეს უკვე დასრულებული იყო, თუმცა აშკარაა, რომ ეს პროგრამა კვლავ კარგ ფორმაშია.“
ნასას კონტრაქტი აქვს დადებული სამ ამერიკულ კომპანიასთან, რომლებიც კოსმოსური ეკიპაჟის ახალი სატრანსპორტო ხომალდების შექმნაზე მუშაობენ.
„სპეის ექსის“ განცხადებით, კაპსულა „დრაკონი“ ტვირთის ან ეკიპაჟის გადასაყვანად არის შექმნილი, რომლის გამოცდაც სამ წელიწადში იგეგმება.
კომპანია „ბოინგი“ ეკიპაჟის ტრანსპორტირების კაპსულაზე მუშაობას. მას შვიდი კოსმონავტის გადაყვანა შეეძლება.
„სიერა ნევადას კორპორაცია“ ფრთოსან ხომალდს შექმნის, რომელსაც „დრიმ ჩეისერი“ ეწოდება.
პროფესორი ჰოვარდ მაკკარდი ნასას ინოვაციებზე საუბრობს:
„ახლო მომავალში „სპეის ექსის“ გამოცდა გველის. ის უკვე შექმნილია. გრძლევადიან პერსპექტივაში კი ფრთოსანი ხომალდების მისიებს ვიხილავთ. ჯერ არავინ იცის, თუ რომელი სახის ტექნოლოგიაა უმჯობესი.“
პარტნიორების საშუალებით, ნასას ასტრონავტების გაშვება შეერთებული შტატებიდან უკვე 5 წელიწადში შეეძლება.