კომპანია „მეტას“, ყოფილი „ფეისბუქის“ აქციების ფასები ისტორიული რყევის მაქსიმუმზეა. საფონდო ბრირჟების მონაცემებით, ერთ დღეში კომპანიის აქციების ფასებმა 26 პროცენტით დაიკლო, რაც კომპანიის მთლიანი ღირებულების 230 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.
კომპანიაში ამბობენ, რომ ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორი გახდა. პირველი მოგების კლება და ხარჯების მკვეთრი ზრდა არის, ფეისბუქს კონკურენტი სოციალური ქსელი გამოუჩნდა „ტიკტოკის“ სახით, შემცირდა ყოველდღიური ამერიკელი მომხმარებლების რიცხვიც. პარალელურად კი კომპანია "მეტამ" 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო ვირტუალურ რეალობის ვერსიაში. კომპანიის სურვილია „მეტა“ მეტავერსიაზე დაფუძნებული კომპანია გახდეს.
ასევე ნახეთ: "მეტა" "ფეისბუქის" ნაცვლადამისთვის კომპანია უამრავ ფულს დებს ვირტუალურ კვერცხებისა და მეტავერსის ვირტუალურ კალათში. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ კომპანია „მეტა“ დიდ რისკზე მიდის და ის „თავის ძირითად ბიზნესს წირავს "მეტავერსით" გატაცების ხარჯზე“
უოლ-სტრიტზე ამბობენ, რომ მომავლის იდეები ხშირად დიდ ფსონებს მოითხოვს, რაც იშვიათად ხორციელდება. შესაბამისად, ეკონომისტების ნაწილი ამ იდეაში ამხელა თანხების ჩადებას გაუმართლებლად აფასებს.
პარალელურად კი მეტავერსში კომპანიების რიცხვი იზრდება. უფრო მეტი წარმატებული კომპანია გამოთქვამს სურვილს საკუთარი კაპიტალი ვირტუალურ რეალობაში გადაიტანოს და მათ შორის ქართული კომპანიებიც არიან. არ არის გამორიცხული მეტავერსში უახლოეს პერიოდში "საქართველოს ბანკი" ვიხილოთ.