რუსეთის პრემიერ მინისტრმა დმიტრი მედვედევმა მოულოდნელად მკაცრად გააკრიტიკა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი. მისი თქმით, ასადმა "ფატალური" შეცდომა დაუშვა იმით, რომ ოპოზიციის მოთხოვნის თანახმდ, დემოკრატიული რეფორმების განხორციელება დროულად არ დაიწყო.
მედვედევმა ეს განცხადება ამერიკული ტელევიზია "სი-ენ-ენისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ასადს გაცილებით ადრე უნდა ემოქმედა და ოპოზიციასთან თანამშრომლობა უნდა დაეწყო.
მისივე თქმით, ასადის ხელისუფლებაში დარჩენის შანსი დღითიდღე მცირდება. თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ სირიის ბედი სირიელმა ხალხმა უნდა გადაყწვიტოს.

რუსეთი უკვე დიდი ხანია ასადის ხელისუფლებას იარაღით ამარაგებს, ხოლო გაეროში კი უშიშროების საბჭოს რამდენიმე რეზოლუციას ვეტო დაადო.