2011 წლის მარტში დაწყებული არეულობა სირიაში დღესაც გრძელდება. ის თავიდან ე.წ. არაბული გაზაფხულის გამოძახილი იყო. ტუნისში და ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებმა ახალგაზრდა სირიელები ცვლილებების და გარდაქმნის იმედით შთააგონა. როცა სამხრეთის პატარ ქალაქში მოსახლეობა სტუდენტთა წამების წინააღმდეგ მთავრობის კრიტიკით ქუჩებში გამოვიდა, სირიის ხელისუფლებამ მათი პროტესტის ძალადობით განეიტრალება გადაწყვიტა. მძიმე ტექნიკის და არტილერიის გამოყენებას მთელ ქვეყანაში ანტისამთავრობო დემონსტრაციების ტალღა მოჰყვა.
სირიის პრეზიდენტმა, დიდ ბრიტანეთში აღზრდილმა და განათლებით ექიმმა, ბაშარ ალ-ასადმა დიქტატორული რეჟიმი მამისგან მემკვიდრეობით მიიღო. პრეზიდენტის ძალადობას მოსახლეობამ ძალადობითვე უპასუხა. ქვეყანაში დაწყებული პროტესტის ესკალაცია ორი წლის მანძილზე გაგრძელდა და მას დღეისათვის უკვე სამოქალაქო ომის კვალიფიკაცია ეძლევა. გაეროს მონაცემებით, 21 თვის მანძილზე მიმდინარე დაპირისპირებას 60 ათასამდე ადამიანი შეეწირა და ქვეყანაში სრულმასშტაბიანი ჰუმანიტარული კრიზისია.
საკვების და საწვავის ქრონიკული უკმარისობა ყველაზე მეტად სირიის საზღვრებზე იგრძნობა. ყოველდღიურად 3 ათასზე მეტი ადამიანი კვეთს მხოლოდ ჩრდილოეთ ერაყთან მოსაზღვრე მონაკვეთს, რომელიც ნახევრად ავტონომიურმა ქურთების მთავრობამ საგანგებოდ მათთვის გახსნა. სასოწარკვეთილ სირიელებს ერაყიდან შინ საწვავი და საკვები მიაქვთ. ტომრების ქვეშ წელში მოკეცილი მამაკაცები სულ ცოტა, ოთხსაათიან გზას ფეხით გადიან და ოჯახებისთვის საარსებო საშუალებები გადააქვთ.
22 წლის ალი მუჰამედ ბედავი ალეპოდან მაკარონის და ბავშვის ერთჯერადი საცვლებისთვის ერაყში დადის. მოგზაურობას ის დაახლოებით 14 საათი ანდომებს.
“პური არ იშოვება, არანაირი საკვები არ გვაქვს. არც საწვავია. ხალხი შიმშილობს“ - ამბობს ალი მუჰამედი.
იქ მოსიარულეთაგან ბიზნესმენი მხოლოდ რამოდენიმეა. თითო ლიტრ ბენზინზე, რომელიც ერაყში დოლარი ღირს, სირიაში მხოლოდ 50 ცენტამდე მოგება რჩება.
ჰუსამ მუსა ამბობს, რომ ნავთს გასაყიდად ვერ გაიმეტებს, რადგან სახლში სჭირდება. ბენზინს კი სიამოვნებით გაყიდდა.
საზღვარს ისინი არაოფიციალურად კვეთენ. ნახევრად ავტონომიურმა ქურთისტანის მთავრობამ ჩრდილოეთ ერაყში სირიელ მოსახლეობას საზღვარი ისე გაუხსნა, რომ ბაღდადის ოფიციალურ ნებართვას არ დალოდებია. მათი თქმით, ქვეყნის ისტორია და ტანჯვის გამოცდილება აძლევს მათ უფლებას, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ და სირიელ ქურთებს დაეხმარონ. ექიმი დინდარ ზებარი ქურთისტანის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში მუშაობს და მთავრობის გადაწყვეტილებას შემდეგნაირად ხსნის:
“ერაყელმა ქურთებმა ისტორიის განვლილი ეტაპებიდან მწარე გამოცდილება მიიღეს. ვფიქრობ, რომ ორივე, ქვეყნის მოსახლეობა და მმართველობა ამ შემთხვევაში ერთ აზრზეა. მიგვაჩნია, რომ სირიელი ქურთების მხარდაჭერა და აუცილებელი დახმარებით უზრუნველყოფა ჩვენი პასუხისმგებლობაა, რადგან ჩვენც იგივე გამოვიარეთ და ვიცით, თუ რამდენად რთული და მკაცრი შეიძლება ეს რეალობა იყოს“ - აცხადებს მთავრობის ოფიციალური პირი.
საშოვარზე ზოგჯერ ათეულობით საათის ფეხით სავალ გზაზე წასული სირიელები ერაყის დატოვებას მზის ჩასვლამდე ცდილობენ. სირიაში კონფლიქტს დასასრული არ უჩანს, ამიტომ საზღვარზე მიმოსვლაც უახლოეს მომავალში ინტენსიური იქნება.