ინდოეთმა დღეს, დიდი ოდენობით, გადაუდებელი აუცილებლობის სამედიცინო ტექნიკა მიიღო სხვადასხვა ქვეყნისგან. კორონავირუსით გამოწვეული ეპიდსიტუაციის გამწვავების გამო ქვეყანას აღარ აქვს ადგილები საავადმყოფოებში, ასევე მწირია ჟანგბადის ნიღბების რაოდენობაც. ქვეყანაში გარდაცვალების მაჩვენებელმა 200,000-ს მიაღწია.
ინდოეთს ბრიტანეთმა 100 სასუნთქი აპარატი და 95 ჟანგბადის ნიღაბი გაუგზავნა. საფრანგეთი კი ქვეყანას ჟანგბადის გენერატორს აწვდის, რომელიც ჟანგბადის ნიღბებისთვის 250 პაციენტის სამყოფ აპარატს ამუშავებს.
ქვეყნის დედაქალაქმა, ნიუ-დელიმ, ასევე, 70 ტონა ჟანგბადი მიიღო, მისი აღმოსავლეთ მყოფი შტატისგან. თუმცა, მიუხედავად ყველა დახმარებისა, რასაც ქვეყნის დედაქალაქი, ეპიდაფეთქების ცენტრი იღებს, სიტუაცია, მაინც უკონტროლო და მძიმეა.
ასევე ნახეთ: ინდოეთი პანდემიასთან ბრძოლაში შეიარაღებულ ძალებს რთავს"ბოლო 7 დღის განმავლობაში ჩვენს უმრავლესობას არც კი უძინია",- ამბობს ექიმი პრეტამი, ერთ-ერთი საავადმყოფოს ადმინისტრატორი, სადაც ჟანგბადის ნიღბების სიმცირე, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" თქვა, რომ ისინი ინდოეთისთვის ჟანგბადის 4,000 კონცენტრატორის მიწოდებაზე მუშაობენ.
ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გამწვავებას ხელი შეუწყო ორი რელიგიური დღესასწაულის გამო მასობრივმა თავყრილობებმა და ასევე ვაქცინაციის სიმცირემ.