ჯონ მაკეინი ობამას აკრიტიკებს

ჯონ მაკეინი: პრეზიდენტმა ობამამ ვერ მოახერხა პარტნიორი ქვეყნების დაცვა

ამერიკის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ჯონ მაკეინმა მკაცრად განსაჯა ობამა იმისთვის, რომ ამ უკანასკნელმა ადამიანის თავისუფლების დაცვა ვერ შეძლო.

არიზონელი სენატორი რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპაში სიტყვით გამოვიდა, სადაც გააკრიტიკა ობამას საგარეო პოლიტიკა. მისი თქმით: „სამწუხაროა, რომ ეს არჩევნები მხოლოდ შიდა პოლიტიკაზე და ეკონომიკაზეა ორიენტირებული. მაგრამ ბატონმა რომნიმ, ისევე, როგორც ჩვენ, კარგად იცის, რომ წარმატება შინ დამოკიდებულია მსოფლიიოში ჩვენს ლიდერობაზე."

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ობამამ ვერ მოახერხა პარტნიორი ქვეყნების დაცვა და ვერც იმათ გაუწოდა დახმარების ხელი, ვინც ტირანებსა და დიქტატორებს წინ აღუდგნენ.