ყრილობაზე დასასწრებად დელეგატები ორმაცდაათივე შტატიტადან ჩამოვიდნენ. რუთ ჰინებაუ უმბელი მერილენდის შტატის დელეგატია, რომელიც მხარს პრეზიდენტობის კანდიდატ მიტ რომნის უჭერს:
„საკმაოდ მაღელვებს ჩემი ქვეყნის ბედი. მაფიქრებს ჩემი ხალხი. მიმაჩნია რომ ისეთი პრეზიდენტი, დელეგატი თუ სენატორი უნდა ავირჩიოთ, რომელიც ქვეყანაზე და ხალხზე იზრუნებს.“
ჰინებაუ უმბელმა თავისი ცხოვრება პოლიტიკას ათი წლის ასაკიდან დაუკავშირა, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც იგი 1952 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მამასთან ერთად ამომრჩეველებისათვის სპეციალურ ბარათებს არიგებდა.
მისთვის წლევანდელ ყრილობაზე დასწრება კი ერთგვარი ბედნიერებაა, სადაც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდება.
რესპუბლიკურ პარტიაში კანდიდატთა მხარდაჭერის მიზნით აზრთა სხვადასხვაობა იგრძნობა. ჯეიმს ლაითვეისი და ვირჯინიის შტატის დელეგატი მეთიუ ჰარტი რონ პოლის მომხრეები არიან. ლაითვეისმა ყრილობაზე დასასწრებად საჭირო თანხა ინტერნეტის საშუალებით შეაგროვა.
„იმედი მაქვს რესპუბლიკურ პარტიას უფრო მეტი ახლაგზარდა შემოუერთდება,“ - ამბობს დელეგატი ლაითვეისი. მეთიუ ჰარტის თქმით კი დელეგატებს რესპუბლიკური პარტიის იდეების რეალურად განხორციელება შეუძლიათ:
„როგორც იცით შეერთებულ შტატებში ორპარტიული სისტემაა. თუ ჩვენ ნამდვილი ცვლილებების მოხდენა გვინდა, მაშინ ამ პარტიებიდან რომელიმე მათგანთან სერიოზული თანამშრომლობა მოგვიწევს.“
ვაშინგტონში არსებული ამერიკის უნვერსიტეტის პროფესორი ჯენიფერ ლოულესი აღნიშნავს, რომ დელეგატები პარტიის აქტივისტები არიან:
„ეს ის ხალხია, რომლებიც ამომრჩევლებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისაკენ მოუწოდებენ და ასევე საკუთარი შტატის მასშტაბით მთელ რიგ წინასაარჩევნო სამუშაოებს ატარებენ.“
დელეგატებისთვის მნიშვნელოვანია მუშაობის სტილი, რომელიც ამომრჩევლებზეც დადებითად მოქმედებს.