ვაშინგტონი —
დახმარების დეტალების და პრიორიტეტების დასადგენად, ამერიკის ხმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს ქამრან ხანს გაესაუბრა.
ამერიკის ხმა: რით დაიმსახურა საქართველომ მეორე კომპაქტის მიღება?
ქამრან ხანი: დიდი მადლობა ინტერვიუს შესაძლებლობისვის, რათა ქართველ ხალხს ვესაუბრო. ჩვენი მეორე კომპაქტი საქართველოში, ეფუძნება ათასწლეულის გამოწვევის პირველ, ძალიან წარმატებულ პროექტს. საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ბევრი საზიარო ღირებულება აქვთ, გვაქვს საერთო ინტერესი, და ძალიან კარგი პარტნიორები ვართ. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისთვის სიამოვნებაა ამერიკის მთავრობის ძალისხმევას წარმართავდეს. ამ კომპაქტის საფუძველზე ამერიკელი და ქართველი ხალხის ჩართულობის მობილიზება ხდება, ჩვენ ეს ნამდვილად გვახარებს.
ამერიკის ხმა: რა მოგებას მოიტანს ეს პროექტი საქართველოს მოსახლეობის დასაქმების, კონკურენტუნარიანობისა და საბოლოო ჯამში, მისი კეთილდღეობის გასაზრდელად?
ქამრან ხანი: ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ჩვენი მუშაობის გავლენა ამ სფეროებში განვიხილეთ საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტის დროს, რომელსაც მე, ჩვენი ორგანიზაციის პრეზიდენტთან, დანიელ იოჰანესთან და საქართველოში ამერიკის ელჩთან რიჩარდ ნორლანდან შევხვდი. ჩვენ დაინტერესებული ვართ, და ეს ასევე აღელვებს საქართველოს მთავრობას, თუ როგორ შეუწყობს ხელს ჩვენი კომპაქტი საქართველოს, რათა ის იქცეს რეგიონის ეკონომიკურ ჰაბად 2020 წლამდე, რაც ეთანხმება ქართველი ხალხის მისწრაფებასა და სურვილს მომავალ საუკუნეს უკეთესი შრომითი პოტენციალით, ტექნიკურად უკეთ გათვითცნობიერებული სამუშაო კადრებით და უკეთესი საგანმანათლებლო ბაზით შეხვდეს. ჩვენი კომპაქტი სწორედ ამ როლს შეასრულებს-არა მხოლოდ დაწყებით დონეზე მოახდენს განათლების დონის გაუმჯობესებას, არამედ უმაღლეს და პროფესიულ- ტექნიკური განათლების დონის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს.
სამუშაო კადრების გაუმჯობესება, ტექნიკურ სფეროებში მათი უკეთ გაცნობიერება კი უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და მხარში ამოუდგება იმ ეკონომიკურ სტრატეგიას, რომელიც მთავრობას აქვს მომზადებული.
ამერიკის ხმა: თქვენს საუბარს ჩვენს მომდევნო კითხვაზე გადავყავართ: კონკრეტულად, მუშაობის რა მიმართულებები და პრიორიტეტები განიხილეთ საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრის დროს?
ქამრან ხანი: აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს ორმხრივ პარტნიორობაზე, იმ წარმატებაზე, რომელიც პირველი კომპაქტის შემდეგ გვაქვს, გვქონდა საუბარი თუ როგორ ვაპირებთ მეორე კომპაქტის განვითარებას, ასევე განვიხილეთ აღნიშნული პროექტის განხორციელების დეტალები, და როგორ ახდენს ჩვენი პროექტი გავლენას საქართველო 2020 -ის სტრატეგიაზე. ასევე ვისაუბრეთ თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რა შესაძლებლობები მიეცემა საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი პროექტის განხორციელების დროს და ასევე მას მერე. და ბოლოს, მოგეხსენებათ, რომ პროექტის განმავლობაში ჩვენ კონკრეტულ სამუშაოებს გავატარებთ, თუმცა საქართველოს მთავრობას თავისი მოღვაწეობით შეუძლია კიდევ უფრო მეტი გააკეთოს მიღწეული შედეგების მაქსიმალიზაციის მიზნით, და მას ასევე შესწევს უნარი კიდევ უფრო განამტკიცოს ეს მოდელი, და გააღრმავოს ჩვენი თანამშრომლობის შედეგად მიღწეული რეზულტატი.
ამერიკის ხმა: რა გამოწვევები შეგხვდათ საქართველოში პირველი კომპაქტის განხორციელების დროს? გაქვთ თუ არა კრიტიკული შეფასებები ქართველ პარტნიორებთან მუშაობის შემდეგ?
ქამრან ხანი: მე ვერ გეტყვით, რომ რაიმე გამოწვევა გვქონდა საქართველოში მუშაობის პერიოდში. ჩვენი ბორდი როგორც წესი განსაკუთრებულ სიფხიზლეს იჩენს და ცდილობს შეისწავლოს თუ რა გავლენა აქვს პირველი კომპაქტით განხორციელებულ ინვეტიციას, მოხდა თუ არა ადექვატური განვითარება, რამდენად შედგა მაღალი დონის პარტნიორობა, მოხდა თუ არა ჩვენი დახმარების სათანადოდ მიღება და იყო თუ არა მიღწეული საგრძნობი შედეგი, სანამ მეორედ დაიწყებს კომპაქტს რომელიმე ქვეყანასთან. ეს სწორედ ასე მოხდა საქართველოს შემთხვევაში. პარტნიორობა შედგა, თუმცა ასეთი ტიპის საქმიანობის დროს, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც წამოიჭრება ხოლმე, მაგრამ აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ჩვენნაირი სტრუქტურისთვის, სტრუქტურისთვის, რომელსაც განსაკუთრებით სწამს რომ პარტნიორი უნდა განკარგავდეს საკუთარ კომპაქტს, გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ერთად მუშაობის საფუძველზე ამ საკითხების დარეგულირება. საქართველოში პირველი კომპაქტის დროს ჩვენ ყველა მსგავსი საკითხი მოვაგვარეთ თანამშრომლობის გარემოში, რამეთუ მთლიანი გარემო, რომელსაც ათასწლეულის გამოწვევის პროექტი აყალიბებს სწორედ ქვეყნების მიერ კომპაქტის მფლობელობას, მათ მიერ ამ პროექების წარმართვას გულისხმობს.
ამერიკის ხმა: როგორ უზრუნველყოფთ, რომ ის დაფინანსება, რომელსაც საქართველოს აწვდით, გამჭვირვალედ ნაწილდება ქვეყნის მასშტაბით? ასევე, თუ შეიძლება გვითხარით თქვენი დაფინანსების წყაროებზე.
ქამრან ხანი: დასაწყისში, კითხვის მეორე ნაწილზე გაგცემთ პასუხს: ჩვენი დაფინანსება ამეირკის კონგრესიდან მოდის, ჩვენი პროექტი ამერიკელი გადამხდელებიდან შემოსულ თანხას ეფუძნება. ეს დახმარება ამერიკის პარტნიორ ქვეყნებზე ნაწილდება. ჩვენ გვჯერა, რომ პროექტი ცალკეულმა ქვეყანამ უნდა წარმართოს, ის უნდა გაუძღვეს მის მიმდინარეობას, ამასთან ჩვენ ასევე გვჯერა პარტნიორობის-არასოდეს წავალთ იქ, სადაც ვიცით რომ პარტნიორობა ვერ შედგება.
რაც შეეხება გამჭვირვალეობას: ჩვენს უწყებას უნიკალური მოდელი აქვს, ფინანსებს პარტნიორებს ვაძლევთ, ეს პარტნიორები კი თავად აწარმოებენ პროგრამებს. ჩვენი ვალდებულებაა დავრწმუნდეთ იმაში, რომ პარტნიორი მიჰყვება იმ პრინციპებს, რომლებიც ჩვენთვის მისაღებია, კერძოდ ფინანსური მენეჯმენტის და შესყიდვების კუთხით. ამ მხრივ ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ამ უნარების განვითარების მიზნით, მანამ ვიდრე კომპაქტი დაიწყება. რაც შეეხება გადახდის მეთოდს, ჩვენ პირდაპირ ვუხდით კონტრაქტორებს ან კონსულტანტებს, რათა უფრო ეფექტური და გამჭვირვალე გავხადოთ პროცესი. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია ისევე როგორც არაერთი ამერიკული სააგენტო ღია, გამჭვირვალე მმართველობის ინიციატივის მონაწილეა, შესაბამისად, ჩვენს მიერ გამოყოფილი სახსრები გამჭვირვალედ ნაწილდება და ამასვე ვავალდებულებთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსაც.
ამერიკის ხმა: როდის დაასრულებთ ამ კომპაქტს და რა გინდათ, რომ საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დახმარების შესახებ ახსოვდეთ?
ქამრან ხანი: ამ ეტაპზე, საქართველოსთვის მეორე კომპაქტის გამოყოფის საბოლოო დეტალები მუშავდება. პროექტის ძალაში შესვლა, სხვანაირად კი ფინანსების რეალიზაცია სავარაუდოდ ადრეულ ზაფხულში დაიწყება. პროექტის დასრულებას ამ პერიოდის შემდეგ ხუთ წელიწადში ვვარაუდობთ, ეს დაახლოებით 2019 წელს მოხდება. ათასწლეულის გამოწვევის ყველა კომპაქტს განხორციელებისთვის 5 წელი ეძლევა. საქართველოში, ჩვენი აქცენტი იქნება პროფესიულ-ტექნიკური განათლების მიცემა, დაწყებითი განათლების ინფრასტრუქტურის დახვეწა და უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობა. გვაქვს ძალიან საინტერესო იდეები. კერძოდ სურვილი გვაქვს, რომ ამერიკულ უნივერსიტეტებს, ქართულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობის გზით ამერიკაში აკრედიტირებული საბკალავრო დიპლომების გაცემაში დავეხმაროთ საინჟინრო სპეციალობებში, ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.
ამ კომპაქტის ფარგლებში დიდ ყურადღებას მივაქცევთ პროფესიულ ტექნიკურ განათლებას, არა როგორც მეორეხარისხოვან პროცესს, არამედ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს ქვეყნის განვითარებისთვის. ბევრ სწრაფად განვითარებად, ტექნოლოგიურად მოწინავე ქვეყანაში, განათლების ამ ეტაპს დიდი ყურადღება ენიჭება. ერთერთი იდეა, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ჩვენს შორის არსებობს შეეხება პროფესიულ-ტექნიკური განათლებისთვის გამოყოფილ ვაუჩერებს. ამ შემთხვევაში ვაუჩერი მიბმულია არა საგანმანათლებლო უწყებაზე, არამედ სტუდენტზე, რომელიც თავისი არჩევანით ირჩევს იმ ინსტიტუტს, რომელიც ყველაზე კარგად აკმაყოფილებს მის ინტერესს. ეს კი საუკეთესო გზაა ბაზრის მოთხოვნები ყველაზე კარგად იქნას დაკმაყოფილებული. მაგალითისთვის, სტუდენტმა, რომელმაც იცი თუ რომელი საგანი აინტერესებს, თვითონვე ირჩევს სად მიიღოს განათლება ამ ვაუჩერის გამოყენებით.
ეს ძალიან კარგი ცნებებია. ყველა ქვეყანას როდი აქვს ჩამოყალიბებული ასეთი სამომავლო სტრატეგია. ამასთან, ეს დროული მიდგომაა მთლიანად ქვეყნისა და რეგიონის განვითარებისთვის.