სექსუალური შევიწროების არაერთ ფაქტში მხილებული დანიაში ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი ფრენკ იენსენი ყველა თანამდებობას ტოვებს. მანამ სანამ იენსენი კოპენჰაგენის მერისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოადგილის თანამდებობებს დატოვებდა, განცხადება გააკეთა და რამდენიმე ეპიზოდში დანაშაული აღიარა. გადადგომამდე მან ბოდიში მოუხადა "იმ ქალებს, რომლებსაც მე ვაწყენინე," როგორც ძალადობრის მსხვერპლი ქალები ამბობენ, ფაქტები 2012-17 წლებში დაფიქსირდა.
ფრენკ იენსენი 59 წლის პოლიტიკოსია და ის ერთ-ერთი გავლენიანი პირია დანიაში.
მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაეტოვებინა როგორც, მერის ასევე პარტიული თანამდებობა დანიის პრემიერ-მინისტრი მიესალმა და მას "სწორი გადაწყვეტილება" უწოდა.
ასევე ნახეთ: ინფორმაციის დაბლოკვით, "ტვიტერი არჩევნებს ეხმარება თუ მასში ერევა?ფრედერიკსენი, ამავე პარტიის წევრია და მან აღნიშნა, რომ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში პრობლემებია, "რომელთა გადაჭრაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს."
დანიაში ბოლო კვირების განმავლობაში არაერთი სექსუალური შევიწროების სკანდალი გამჟღავნდა.