მალალას ბედი რამდენიმე ქვეყანას აერთიანებს

მალალა პაკისტანელი ქალების ელემენტარული განათლების მიღების აუცილებლობას ამტკიცებდა
ავღანეთის პრეზიდენტის სურვილია ტერორიზმს და ექსტრემიზმს პაკისტანთან ერთად ებრძოლოს. ჰამიდ კარზაიმ პაკისტანის პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერებს 14 წლის პაკისტანელი გოგონას -მალალა იუსაფზაის- დაჭრის შემდეგ წერილობით მიმართა. პრეზიდენტ კარზაის თქმით, მეზობელ ქვეყნებს „ერთი საერთო და საშიში მტერი“ ჰყავთ, რომელსაც ორივე ქვეყანა „ბნელი და გაუნათლებელი მომავლისკენ“ მიჰყავთ.

მალალა პაკისტანელი ქალების ელემენტარული განათლების მიღების აუცილებლობას ამტკიცებდა და მათ უფლებებს იცავდა. თალიბანმა მალილას ლიკვიდირების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო. თავში და კისრის არეში დაჭრილი14 წლის გოგონა ისევ კომაშია. გუშინ პაკისტანის და ავღანეთის ბავშვებმა მისი გადარჩენისთვის ერთობლივი ლოცვის დღე გამოაცხადეს.