ავღანეთში და პაკისტანში დღეს ბავშვები 14 წლის პაკისტანელი სკოლის მოწაფის ჯანმრთელობისთვის ლოცულობდნენ. ის თალიბებმა სამშაბათს სკოლიდან გამოსვლის დროს თავში და კისრის არეში დაჭრეს.
მალალა იუსაფზაი კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ჯერ ისევ უგონოდ არის და ხელოვნური სუნთქვის აპარატის დახმარებით სუნთქავს. მალალამ თანატოლ გოგონათა განათლების სფეროში გაწეული ღვაწლისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. პრემიერ მინისტრმა რაჯა პერვეზ აშრაფმა მასზე თავდასხმას პაკისტანის ძირეულ მორალურ და სოციალურ ღირებულებებზე იერიშის მიტანა და „კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულიც“ კი უწოდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. პარასკევს ჯგუფის სპიკერმა განაცხადა, რომ მალალას მოკვლა მისი პროდასავლური ორიენტაციის გამო რამდენიმე თვის წინ გადაწყდა. პაკისტანის პოლიციამ პარასკევს რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავა.