სამხრეთ აფრიკის პოლიციასა და გაფიცულებს შორის დაპირისპირებისას 78 ადამიანი დაიჭრა და 200 მაღაროელი დააკავეს
გასულ კვირას, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, მაღაროში დაღუპული მუშების საპატივცემულოდ შაბათს იოჰანესბურგში რამდენიმე ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა. გამომსვლელების პარალელურად, შეკრებილი ხალხი მღეროდა და ლოცვას აღავლენდა.
გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ მიზეზი, რის გამოც პოლიციამ გაფიცულების მიმართულებით ცეცხლი გახსნა და 34 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
პოლიციის უფროსის რია პიეგას განცხადებით, პოლიციელებს თავის დაცვა მოუხდათ, რადგან გაფიცულთა უმეტესობა შეიარაღებული იყო.
პოლიციასა და გაფიცულებს შორის დაპირისპირებისას 78 ადამიანი დაიჭრა და 200 მაღაროელი დააკავეს.