მალიში ისლამისტების წინააღმდეგ შეტევა გაძლიერდა

პარიზის განცხადებით, თუ ვითარება მალიში დარეგულირდება, მომავალ თვეს საფრანგეთის ჯარები ინტერვენციას შეწყვეტენ
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან ივეს დრიანი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ მალიში რეალურად ომი მიმდინარეობს.

ოთხშაბათს ლა დრიანმა რადიო ინტერვიუში განაცხადა, რომ საფრანგეთის და მალის შეიარაღებულმა ძალებმა გააძლიერეს შეტევა ჯიჰადისტური დაჯგუფების წინააღმდეგ ტიმბუქტუს და გაოს გარეუბნებში.

გასულ თვეს საფრანგეთის და მალის სამხედრო ძალებმა ზემოხსენებული ქალაქებიდან ისლამისტური დაჯგუფებები განდევნეს.

საფრანგეთის განცხადებით, თუ სიტუაცია მალიში დარეგულირდება, მომავალ თვეს საფრანგეთის ჯარები მალის დატოვებენ.