ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ 2025 წელს კვლავ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ინფორმაცია 25 თებერვალს ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ბელტამ" (BelTA) გაავრცელა.
69 წლის ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა. მან კრემლს უფლება მისცა გამოეყენებინა მისი ქვეყნის ტერიტორია, რათა რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრილიყო და მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოში სრულმასშტაბიანი ომი დაეწყო.
ასევე ნახეთ: ლუკაშენკომ ბელარუსში შეიარაღებული ჯგუფების შექმნის განკარგულება გასცალუკაშენკომ, რომელმაც ბელარუსში ძალაუფლება ხელში საბჭოთა კავშირის დაშლიდან მალევე ჩაიგდო და ის 1994 წლიდან მოყოლებული უპყრია, ჟურნალისტებთან შემდეგი განცხადება გააკეთა: "გადაეცით მათ (დევნილ ოპოზიციონერებს), რომ მე კენჭს ვიყრი. არავინ, არცერთი პასუხისმგებლობის მქონე პრეზიდენტი არ მიატოვებს საკუთარ ხალხს, რომელიც მას ბრძოლაში გაჰყვა". სააგენტოს ცნობით, აღნიშნული განცხადება ლუკაშენკომ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა.
ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოში ჩატარებულ 25 თებერვლის არჩევნებს შეერთებულმა შტატებმა "ყალბი" უწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, რომ ბელარუსში „არჩევნები შიშის ატმოსფეროში ჩატარდა, როცა არცერთ საარჩევნო პროცესს არ შეიძლება ეწოდოს დემოკრატიული".
მინსკმა ვაშინგტონის კრიტიკა უარყო და თქვა, რომ ბელარუსის არჩევნები შეერთებულ შტატებს არ ეხება. საინფორმაციო სააგენტო "ბელტა" ციტირებს ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იგორ კარპენკოს, რომელიც ამბობს: "ჩვენი მათ არჩევნებს არ ვგმობთ. განცხადებას არ ვაკეთებთ, იმის მიუხედავად, რომ როგორც ვხედავთ, ყველას უამრავი კითხვა აქვს, თუნდაც მათ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
Your browser doesn’t support HTML5