მაშინ, როცა მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქების ქუჩებში, ასობით ათასი მოქალაქე ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს, „ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“ ვლადიმირ პუტინს სოჭში ხვდება. ეს ხანგრძლივი პარტნიორების პირველი პირისპირ შეხვედრაა მას შემდეგ, რაც სრულიად ბელარუსი საპროტესტო ტალღამ მოიცვა.
„სლავური ძმობა“
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დახურულ კარს მიღმა, პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრა 4 საათი გაგრძელდა.
შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რა დახმარებას გაუწევს კრემლი ლუკაშენკოს. მაშინ, როცა ევროპასა და აშშ-ში, ლუკაშენკოსა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციებზე მსჯელობენ და ზოგიერთმა დასავლურმა ქვეყანამ ეს სანქციები უკვე დააწესა, ვლადიმირ პუტინი, ლუკაშენკოს 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს გამოუყოფს. ასევე, სთავაზობს აქამდე არსებული სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციას; საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ძალების ბელარუსში განთავსებას და რუსი მედესანტეების მონაწილეობით, ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, სახელოწედბით „ სლავური ძმობა.“
ციხანუსკაია პუტინს მიმართავს
„ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ გადაწყვიტეთ დიალოგის დიქტატორთან გამართვა და არა ბელარუს ხალხთან“ - ასე გამოეხმაურა პუტინ-ლუკაშენკოს შეხვედრას, ბელარუსი ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანუსკაია. „სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ გავრცელებულ განცხადებაში ის ამბობს, რომ სოჭში მიღწეულ ნებისმიერი შეთანხმება, სამართლებრივი საფუძველს მოკლებულია. ციხანუსკაიას თქმით, ბელარუსი ხალხის მიერ არალეგიტიმურად ცნობილი ლუკაშენკოს ხელმოწერილ ნებისმიერ შეთანხმებას, ახალი ხელისუფლება გადახედავს.
ასევე ნახეთ: პუტინი და ლუკაშენკო კრიზისის ფონზე, პირისპირ პირველად შეხვედიანბელარუსიდან განდევნილი ოპოზიციიის ლიდერი, სვიატლანა ციხანუსკაია ყოველთვის უსვამ ხაზსს, რომ ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები არ არის პრორუსული ან ანტირუსული, ასევე არც პროდასავლული. ის ამბობს, რომ ბელარუსი ხალხი სამართლიან არჩევნებს და ლუკაშენკოს მმართველობის დასრულებას ითხოვს.
მანამდე, კი მასშტაბური დემონსტრაციები მინსკსა და სხვა ქალაქებში, ძირითადად, აქციის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავებით სრულდება. ხშირია, პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენება და დემონსტრაციების სასტიკი დარბევა.
ცოტა ხნის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ლუკაშენკოს მთავრობას მოუწოდა, გაათავისუფლოს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაკავებული დემონსტრანტები და შეწყვიტოს მათზე ძალადობა.