ლუკაშენკო ოპონენტებს ქვეყანაში ქაოსის დაბრუნების მცდელობაში ადანაშაულებს

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსნდერ ლუკაშენკო თავის პოლიტიკურ ოპონენტებს, რფორმისტ პოლიტიკოსებს, თავს დაესხა და თქვა, რომ ისინი მაღალანაზღაურებადი "უცხოელი აგენტები" არიან. პრეზიდენტის თქმით, სწორედ ეს პოლიტიკოსები ცდილობენ ქვეყანა 1990-იანი წლების "ქაოსში" დააბრუნონ.

ბელორუსში 9 აგვისტოს არჩევნები იმართება, სიტუაციაც ოპონენტებს შორის მწვავდება. ქვეყნის პრეზიდენტმა უარი თქვა მიეღო ოპონენტების შეთავაზება და დაებრუნებინა 1994 წლის დროინდელი კონსტიტუცია, როდესაც პრეზიდენტის არჩევა, მაქსიმუმ, ორი ვადით იყო შესაძლებელი.

"მათ, ვინც მოითხოვს ცვლილებებს, რეფორმებს და ძველი კონსტიტუციის დაბრუნებას, უბრალოდ სურთ, რომ 1990-იანების ქაოსი დაბრუნდეს", თქვა პარლამენტის წევრებთან საუბრის დროს ლუკაშენკომ.

"1994 წლის კონსტიტუციის დაბრუნებით, ანარქიასაც დავაბრუნებთ", თქვა პრეზიდენტმა, რომელიც ამავე კონსტიტუციის მიხედვით აირჩიეს პრეზიდენტად. პრეზიდენტის თქმით, 1994 წლის კონსტიტუციის დაბრუნება იქნება "საჩუქარი კრიმინალებისთვის", ამიტომ ის უარს ამბობს ძველი კონსტიტუციის დაბრუნებაზე.

"მილიარდები იხარჯება ბელორუსის დესტაბილიზაციისთვის. ასე რომ, შეუძლებელია, რომ ბელორუსელები ლუკაშენკოს წინააღმდეგი იყვნენ. ყველა, ვინც ლუკაშენკოს წინააღმდეგაა, უცხოეთის აგენტია", თქვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა.