ჩეინი ტრამპის შეჩერების პირობას დებს
Your browser doesn’t support HTML5
არჩევნებზე დამარცხების მიუხედავად, რესპუბლიკელი კონგრესმენი ლიზ ჩეინი პოლიტიკას არ ტოვებს და ამერიკის საპრეზიდენტო მარათონში ჩართვას არ გამორიცხავს. ამ დრომდე გამართულ რესპუბლიკელთა პრაიმერებზე კი ჯერჯერობით უმეტესად ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები იმარჯვებენ.