რუსეთი ბელარუსის პოლიტიკური კრიზისის გამოყენებას ცდილობს

სამშაბათს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლიკევჩიუსმა თქვა, რომ რუსეთი ცდილობს ბელარუსში არსებული პოლიტიკური კრიზისი გამოიყენოს და მინსკი თავისი ორბიტისკენ უფრო ახლოს მიზიდოს. ამ მიზნით ის მინსკზე ზეწოლას ახდენს, რომ უფრო მჭიდრო ინტეგრაციაზე დაითანხმოს.

ორშაბათს, მას შემდეგ, რაც რუსეთის მერყევი მოკავშირე, ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო სადავო არჩევნებში გამარჯვების კვალდაკვალ თავდაცვით პოზიციაზე აღმოჩნდა, პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ სურს მეზობელმა ბელარუსმა ხელახლა გააცოცხლოს რუსეთთან მეტად ინტეგრაციის შეჩერებული გეგმები.

ასევე ნახეთ: დასავლეთი "შეშფოთებით" აკვირდება ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებს

ლინკევიჩიუსმა სააგენტო “როიტერს” უთხრა, რომ რუსეთის ქმედებები ბელარუსისთვის კიდევ ერთი “არასტაბილურობის ვექტორია”.

"როდესაც ბელარუსის მთავრობა უფრო სუსტია, ლოგიკურია, რომ ზეწოლა არსებობს, ეს დამატებითი გამოწვევაა”, თქვა ლინკევიჩიუსმა.