ლიბიელმა მეამბოხეებმა ქალაქი საბა აიღეს

ლიბიელმა მეამბოხეებმა ქალაქი საბა აიღეს

ლიბიაში შეიარაღებული ოპიციზიის ძალები ქალაქ საბაში შეიჭრნენ და თავიანთი კონტროლის ქვეშ მაოქციეს. ეს უკანსაკნელი, მუამარ კადაფის მომხრეების ერთ-ერთი ძლიერ საყრდენს წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა რომ ანტი-კადაფის ძალებს ქალაქში შეჭრისას გარკვეული წინააღმდეგობა შეხვდათ, ქალაქის დიდი ნაწილის ხელში ჩაგდება მაინც მოხერხდა.

პარალელურად, ლიბიის დროებითი მთავრობა ცდილობს კადაფის მომხრეებს ქალაქები ბანი ვალიდი და სირტი დაატოვებინოს. ლიბიის დროებითი მთავრობის პერმიერ-მინისტრის განცახდებით მისი ადმინისტრაცია, მთავრობის ახალი კაბინეტის ფორმირებაზე მუშაობს. ეროვნული გარდამავალი საბჭო, ამჟამად მთავრობაში შემავალი მინისტრთა რაოდენობას ადგენს და ასევე განსაზღვრავს თუ სად განთავსდება ახალი მთავრობა - დედაქალაქ ტრიპოლიში თუ აღმოსავლეთ და დასავლეთ ლიბიას შორის.