33 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ღიად ლგბტქ თემის წარმომადგენელმა პირველი ოლიმპიური მედალი აიღო. ებრაული წარმოშობის ამერიკელმა რობერტ დოვერმა 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში ცხენოსნობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სპორტსმენმა ჩიკაგოდან საერთო ჯამში 5 ოლიმპიადაში ( 1988წ, 1992წ, 1996წ, 2000წ, 2004წ) მიიღო მონაწილეობა.
დოვერი იყო პირელი სპორტსმენტი ოლიმპიადის ისტორიაში, რომელმაც ღიად გამოაცხადა საკუთარი ორიენტაციის შესახებ. დოვერი ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საუკეთესო ცხენოსანია და მას აქტიური სპორტული კარიერა წლების განმავლობაში ჰქონდა, შემდეგ კი არაერთი ცხენოსნის აღზრდაში მიიღო მონაწილეობა.
1996 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილეობა კიდევ ერთმა თემის წარმომადგენელმა კრეიგ როჯერსონმა მიიღო. ავსტრალიელმა სპორტსმენმა საერთო ჯამში 3 ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა. ბოლოს 1996 წელს მან 12-ე ადგილი დაიკავა.
2004 წელს ზაფხულის ოლიმპიადაზე მათე ჰელმმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის გახდა პირველი ავსტრალიელი თემის წარმომადგენელი, რომელმაც ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი აიღო. კიდევ ერთი ავსტრალიელი რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა ჯი უელსია, თუმცა მან ტიტულის მიღების შემდეგ ისაუბრა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ.
2008 წელს ოლიმპიადის ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც სპორტულ შეჯიბრებში ღიად ლგბტქ თემის 14-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
- მეთიუ მითჩემი - ავსტრალია (მყვინთავი)
- მეთიუ ჰელმი - ავსტრალია (მყვინთავი)
- გეაროიდ ტოვეი - ირლანდია (ნიჩბოსნობა)
- ჯუდიტ არნდტი - გერმანია (ველოსიპედი)
- იმკე დუპლიცერი - გერმანია (ფარიკაობა)
- გრო ჰამერსენგი - ნორვეგია (ხელბურთი)
- კატია ნიბერგი - ნორვეგია (ხელბურთი)
- კატია ნიბერგი - ნორვეგია (ხელბურთი)
- ნატაშა კაი -აშშ (ფეხბურთი)
- ლოდენ ლაპინი -აშშ (სოფტბოლი)
- ვიქტორია სვენსონი - შვედეთი (ფეხბურთი)
- რენა სტაბასი - ავსტრალია (ჩოგბურთი)
- ლინდა ბრესონიკი - გერმანია (ფეხბურთი)
- ვიკი გალიდანო - აშშ (სოფტბოლი)
- ციპორა ობზილერი - ისრაელი (ჩოგბურთი)
2008 წლის ოლიმპიადის განმავლობაში თემის წარმომადგენლებმა არაერთი საპრიზო ადგილი მოიპოვეს. მათ შორის იყო მეთიუ მიტჩემი ავსტრალიიდან, რომელმაც ყვინთვაში ოქროს მედალი მოიპოვა. მაშინ მედიასაშუალებები წერდნენ, რომ მიტჩემი პირველი ღიად გეი მამაკაცი იყო, რომელმაც ავსტრალიიდან ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა შემდეგ არაერთ მედიასაშუალებას ბოდიშის მოხდა მოუწია.
2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაში კი 6 სპორტსმენი იყო ღიად ლგბტქ თემის წარმომადგენელი.
- რენატე გროენუოლდი - ნიდერლანდები (სწრაფი სრიალი )
- სან ვან კერხოფი - ნიდერლანდები (სწრაფი სრიალი)
- ირენ ვუსტი - ნიდერლანდები (სწრაფი სრიალი)
- ვიბეკე სკოფტურუდი - ნორგეგია (თხილამურით სრიალი)
- სარა ვაილანკურტი - კანადა (ჰოკეი)
- ერიკა ჰოლსტი - შვედი (ჰოკეი)
ოლიმპიადაში მონაწილე ეს სპორტსმენები ღიად ლესბოსელი ან ბისექსუალი იყვნენ.
2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში 11 000-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა მათგან ღიად ლგბტქ თემის წარმომადგენელი 23 ათლეტი იყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ლონდონის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომპიტეტმა ღიად დაუჭირა მხარი ლგბტქ თემის წარმომადგენლებს. მაშინ კომიტეტმა თემის მხარდასაჭერად არაერთი ღონისძიება გამართა.
„ჩვენ გვსურს გავაერთიანოთ საზოგადობა და ყველა ადამიანი განურჩევლად მათი რელიგიის, სქესის თუ კანის ფერისა ოლიმპიადის გარშემო,“- განაცხადა ლონდონის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელმა მდივანმა, პოლ დეიტონმა.
მაშინ „აუთსპორტის“ დამფუძნებელი, ჯიმ ბუზინსკი ამბობდა, რომ სპორტულ შეიჯბრებებში ჯერ კიდევ ტაბუირებული იყო ეს თემა და ნაკლებ სპორტსმენს შეეძლო ღიად ეთქვა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ.
ამავე წელს მთავარი შეშფოთების მიზეზი გახდა, რუსეთში განვითარებული პროცესები. რუსეთი რომელიც 2014 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი იყო, 2 წლით ადრე კანონი შეიცვალა, მანამდე კი 2012 წელს რუსულმა სასამართლომ სოჭში ოლიმპიადის განმავლობაში „სიამაყის სახლის“ დაფუძნება აკრძალა. ამის მიზეზად კი ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივი მორალი დასახელდა. მალევე რუსეთმა მიიღო „გეი პროპაგანდის“ კანონი. კანონის მიხედვით სისხლის სამართლის დანაშაულად იქნა მიჩნეული არასრულწლოვნებში არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის მასალების გავრცელება. მზარდი ზეწოლის შემდეგ რუსეთში ლგბტქ სპორტის ფედერაციამ მოსკოვში გეი მეგობრული ღონისძიება გამართა. ღონისძიება რუსეთში 2012 წლის ოლიმპიადასა და პარაოლიმპიადას შორის შედგა. გამართულ შეკრებას 200 მონაწილე ჰყავდა.
რუსეთში არსებული დისკრიმინაციული კანონის და ჰომოფობიური განწყობების მიუხედავად 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო ღიად ლგბტქ თემის შვიდმა წარმომადგენელმა. ოლიმპიადა სოჭში გაიმართა.
2016 წელს ბრაზილიაში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 10 444 სორტსმენიდან 68 ათლეტი ღიად იყო ლგბტქ თემის წარმომადგენელი. მათგან 51 ქალი იყო ხოლო 18 მამაკაცი. რამდენიმე სპორტსმენმა რიოს ოლიმპიადის შემდეგ განაცხადა, რომ ის ლგბტქ თემის წარმომადგენელია.
„ვამაყობ იმით, რომ მე და ადამს გვქონდეს ეს მედლები და ვაჩვენოთ მსოფლიოს თუ რა შეგვიძლია ჩვენ,“- ეს განცხადება კანადელმა სპორტსმენმა ერიკ რედფორდმა 2018 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვების შემდეგ გააკეთა.
კანადელმა მოციგურავემ ოლიმპიადაში ოქროს მედალი მოიპოვა. 2018 წელს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ამერიკელმა მოციგურავემ ადამ რიფონმაც.
წელს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ღიად ლგბტქ თემის 180 წარმომადგენელი იღებს. ინფორმაციას ამის შესახებ „აუთსპორტი“ ავრცელებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში სპორტსმენების რაოდენობა რომლებიც ღიად ამბობენ, მათი ორიენტაციის შესახებ 3-ჯერ არის გაზრდილი და საერთო ჯამში აღემატება 33 წლის განმავლობაში ერთად იმ სპორტსმენების რაოდენობას, რომლებიც ღიად ამბობდნენ, რომ ისინი ლგბტქ თემის წარმომადგენლები არიან.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ღიად ლგბტქ თემის წარმომადგენლები 33 ქვეყნის ნაკრებში არიან წარმოდგენილები. მათ შორის არიან ტრანს ოლიმპიელები.
ყველაზე მეტი სპორტსმენი რომელიც ღიად საუბრობს, რომ ის ლგბტქ თემის წარმომადგენელია ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს, შემდე 17 სპორტსმენტით კანადა,ნიდერლანდები და ბრაზილიაა. ღიად თემის 16 წარმომადგენელია დიდი ბრიტანეთის გუნდში, ახალი ზელანდიის გუნდში კი 10.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ღიად ლგბტქ თემის წარმომადგენლები თითქმის ყველა სპორტულ სახეობაში იღებენ მონაწილეობას. მათ შორის ძიუდოში, რაგბიში, გოლფში, ჰოკეიში, ცხენოსნობაში, გარბენში, ბოქსში, კალათბურთში, მშვილდისრობაში, სროლაში, ფეხბურთში, ცურვაში, სერფინგში, ჩოგბურთში და ა.შ.
„ვამაყობ, რომ ვარ გეი ოლიმპიური ჩემპიონი,“- ეს განცხადება 2021 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონთა ტომ დეილმა გააკეთა.
დეილი ბრიტანეთის ნაკრების წევრია და მან ოქროს მედალი ტოკიოს ოლიმპიადაზე წყალში ხტომაში აიღო. მან გამარჯვების შემდეგ თქვა, რომ გამომდინარე მისი სექსუალური ორიენტაციიდან ხშირად უფრიქრია, რომ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევდა.
„მე ხშირად მიფიქრია, რომ იმის გამო როგორიც ვიყავი ვერაფერს მივაღწევდი, თუმცა ოლიმპიური ჩემპიონობა ნამდვილად ამტკიცებს იმას, რომ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია,“- ამბობს ბრიტანელი სპორტსმენი.
2021 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში პირველად მონაწილეობას იღებს ახალი ზელანდიელი ალოსანი ლორელ ჰაბარდი. ის პირველი ტრანსგენდერია, რომელმაც ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო.
ტოკიოში ოლიმპიადის განმავლობაში ფილიპინელმა მოკრივემ პეტესიომ ვერცხლის მედალი აიღო. გამარჯვების შემდეგ მან თქვა, რომ ის მედალს ლგბქტ საზოგადოებას უძღვნის.
კიდევ ერთი ათლეტი, რომელიც ღიად არის ლგბტქ თემის წარმომადგენელი მოფარიკავე ასტრიდ გიარტია. მან ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ვერცხლის მედალი აიღო კიდევ ერთმა ღიად ლგბტქ თემის წარმომადგენელმა ამერიკიდან ავენ სანდერსმა.
არაერთი სპორტსმენი ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის კვლავ ემზადება. ზაფხულის ოლიმპიადა 8 აგვისტოს დასრულდება. წინა წლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ მომდევნო წლებში ოლიმპიადაში მონაწილე უფრო მეტი სპორტსმენი ღიად ისაუბრებს მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და აღებული მედლით იამაყებს.