რუსეთი და მისი მოკავშირეები ცენტრალური აზიიდან ორდღიან კონფერენციაზე შეიკრიბნენ. ტაკიჯეთის დედაქალაქში მოკავშირეები აპირებენ, რომ ავღანეთში მიმდინარე სიტუაცია განიხილონ.
რუსეთის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" (CSTO) წევრები ტაჯიკეტში ორდღიან სამიტზე დღეს შეიკრიბნენ. მოგვიანებით მათ "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია" (SCO) შეუერთდება.
ეს შეხვედრები მას შემდეგ დაინიშნა, რაც აშკარა გახდა, რომ რუსეთი და ჩინეთი, აქტიური როლის თამაშს აპირებენ რეგიონში. ამერიკისა და მათი მოკავშირეების ჯარების ავღანეთიდან გასვლა ამ ორი ქვეყნისთვის რეგიონში პოზიციების გასამაგრებლად ხელსაყრელი დროა.
ასევე ნახეთ: თალიბანის წევრებს შორის უთანხმოება იზრდებაუსაფრთხოების ორივე რეგიონალური ბლოკი, რომელიც ახლა კონფერენციაზე იკრიბება, მოსკოვისა და პეკინის კონტრშეტევად განიხილება ამერიკის გეოპოლიტიკურ დომინირებაზე.
თალიბანის მიერ ხელში ჩაგდების შემდეგ, ავღანეთი მოახლოებული ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ავღანეთის მეზობელი ქვეყნები კი ცენტრალური აზიიდან იმ საფრთხეებს განიხილავენ, რომლებიც ომით დაზარალებული ქვეყნიდან, პოტენციურად, ათიათასობით ლტოლვილის საზღვარზე გადასასვლის შედეგად წარმოიქმნება.
დუშანბეში გამართულ კონფერენციას სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის წარმომადგენლები ესწრებიან. რუსეთის მხრიდან მონაწილეობას პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იღებს, თუმცა ის იძულებული იყო ვიდეო მიმართვით შემოფარგლულიყო. პუტინი თვითიზოლაციაშია, რადგან მას კოვიდ ინიფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.
ასევე ნახეთ: რუსეთის მეთაურობით ყირგიზეთში სამხედრო წვრთნა, ავღანეთზე რეაგირების მიზნით დაიწყო