სერგეი ლავროვსა და სირიის ოპოზიციის ლიდერს, მოაზ ალ ხათიბს შორის მიუნხენში შეხვედრა გაიმართა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვსა და სირიის ოპოზიციის ლიდერს, მოაზ ალ ხათიბს შორის მუნხენში მიმდინარე კონფერენციაზე პირველი პირდაპირი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას არ ესწრებოდნენ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და გაეროს სპეციალური ელჩი ლახდარ ბრაჰიმი,
მიუხედავად მანამდე არსებული წინადადებებისა ოთივე მხარის მონაწილეობის შესახებ. ამის ნაცვლად ბაიდენმა ცალ-ცალკე გამართა შეხვედრები როგორც ლავროვთან, ისე ბრაჰიმთან და ალ ხატიბთან.