"თუ პრემიერ მინისტრი გადადგა, ეს, რა თქმა უნდა, გაურკველვობას შეიტანს პოლიტიკაში და თან იმ დროს, როცა რაც შეიძლება ნაკლები გაურკვევლობა უნდა იყოს ქვეყანაში," აცხადებს ჯუვიტი.
ვაშინგტონში დაფუძნებულმა ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ცოტა ხნის წინ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის მიზნებსა და შედეგებზე ინსტიტუტის ევრაზიის ვიცე პრეზიდენტს ლორა ჯუვიტს ვესაუბრეთ.
ქალბატონო ლორა, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ცოტა ხნის წინ საქართველოში მაღალი დონის ვიზიტი დაასრულა. რა იყო ვიზიტის მიზანი და მისი დანიშნულება?
დიდი მადლობა თქვენ, მოწვევისთვის. დიახ, ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა სექტემბრის დასაწყისში საქართველოში დელეგაცია გაგზავნა ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოზე დასაკვირვებლად. ვიზიტის დანიშნულება საპრეზიდენტო არჩევნებამდე გარემოს შეფასება და საჭიროების შემთხვევაში ვითარების გასაუმჯობესებლად, რეკომენდაციების შემუშავება იყო.
რა შეფასებები გააკეთეთ დემოკრატიული განვითარების მხრივ? თქვენი აზრით, ქვეყანა დემოკრატიულად ვითარდება?
ამ შეკითხვაზე პასუხისას თავად საქართველოს მოქალაქეების მოსაზრებას გამოვიყენებ. 2013 წლის ივნისში „ენ დი აიმ“ ჩაატარა კვლევა. გამოკითხულთა დაახლოებით მესამედს მიაჩნია, რომ საქართველო
დემოკრატიული ქვეყანაა, თუმცა მას ამ მიმართულებით მუშაობა სჭირდება. დაახლოებით ერთმა მესამედმა კი თქვა, რომ საქართველო დემოკრატია ჯერ არ არის, თუმცა ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის ამ მიზნის მისაღწევად. საბოლოო ჯამში, გამოკითხულთა 2/3-ს მიაჩნია, რომ საქართველო ან უკვე დემოკრატიაა ან დემოკრატიისკენ მიემართება, რაც ძალიან ჯანსაღი შეხედულებაა.
ყოველთვის ვსაუბრობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, დემოკრატიულ განვითარებაზე. რატომ არის დემოკრატია ასეთი მნიშვნელოვანი?
ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თავად ქართველებს სურთ, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობდნენ, სურთ ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში გაწევრიანება. მოსახლეობას სურს მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლებსაც გავლენა აქვს მათ ცხოვრებაზე და ზოგადად, სურთ მოიმკან ყველა ისე დადებითი შედეგი, რომელიც დემოკრატიას მოაქვს საზოგადოებისთვის.
ვიზიტის შემდეგ „ენ დი აიმ“ გამოაქვეყნა ანგარიში სადაც ნათქვამია, რომ არჩევნების შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს 5000 სახელმწიფო მოხელე, როგორც ცენტრალურ ასევე ადგილობრივ დონეზე. 69-დან 56 გამგებელი და 69-დან 31 საკრებულოს თავმჯდომარე ან გაათავისუფლეს ან ნაწილი საკუთარი ნებით წავიდა თანამდებობიდან. რას ფიქრობთ ამაზე, არჩევნების შემდეგ ეს მოვლენების ბუნებრივი განვითარებაა?
ეს ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდანაა ამოღებული. ეს რიცხვები შემაშფოთებელია იმ მხრივ, რომ ზოგიერთი ადამიანი საკუთარი სურვილით წავიდა სამსახურიდან, თუმცა მათი უმრავლესობა ზეწოლის ან იძულების შედეგად გადადგა. საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, ასევე გაიმართა 74 საპროტესტო დემონსტრაცია, რომელთა მონაწილეებიც საჯარო მოხელეების გადადგომას ითხოვდნენ. დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის ერთ დონეზე ჩატარებულმა არჩევნებმა გავლენა არ უნდა იქონიოს სხვა დონეებზე ჩატარებული არჩევნების შედეგებზე. ანუ, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა არ უნდა გააუქმოს მანამდე ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგები.
რას ფიქრობთ საარჩევნო კოდექსზე, განსაკუთრებით დამატებებზე, რომლებიც კოდექსში ახლახან იქნა შეტანილი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით?
პარტიების, კანდიდატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობას მიაჩნია, რომ საარჩევნო კოდექსი დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ადეკვატურ ჩარჩოებს იძლევა. უკანასკნელი დამატებები, რომლებიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შეიქმნა, ზოგადად დადებითია. თუმცა, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეშფოთებას იწვევს არის ის, რომ ზუსტად არ არის განსაზღვრული თუ რა არის პარტიის ან კამპანიის რესურსი და რა სახელმწიფოსი.
არჩევნებამდე შეიძლება ამ საკითხის გამოსწორება, თუ ეს სადავო თემა გახდება არჩევნების პერიოდში?
ტრადიციულად, საქართველოში არჩევნების დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ყოველთვის დიდი პრობლემა იყო. დელეგაციის შეხვედრებისას გამოიკვეთა რამდენიმე შემთხვევა, როცა სავარაუდოდ ადმინისტრაციული რესურსი ბოროტად იქნა გამოყენებული. თუმცა, ამ შემთხვევებში კონკრეტულად კანონის დარღვევა არ დაფიქსირდა. თუმცა, მათ კანონის ის გაურკვეველი ნაწილი შეეხება, რომელზეც ვსაუბრობ. ისტორიიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ თითოეულ სახელმწიფო მოხელეს ნათლად აუხსნას, თუ სად გადის ზღვარი უკანონობასთან და რომ კანონდარღვევები შესაბამისად დაისჯება.
თქვენ საქართველოში შარშან საპარლამენტო არჩევნებამდეც იყავით. როგორ შეადარებდთ ერთმანეთს შარშანდელ და წლევანდელ წინასაარჩევნო გარემოს?
წლევანდელი საპრეზიდენტო წინასაარჩევნო პერიოდი შარშან საპარლამენტო არჩევნების წინ არსებულ მდგომარეობასთან შედარებით გაცილებით მშვიდია. ჩანს, რომ პარტიებს და კანდიდატებს საშუალება აქვთ აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანია, ხელი მიუწვდებათ მედიაზე და ამომრჩეველს კი საშუალება აქვს გაეცნოს საარჩევნო პროცესის დეტალებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორია მედია გარემო?
საქართველოს მოსახელეობის უმრავლესობა ახალ ამბებს ტელევიზიის საშაუალებით იღებს და ყველაზე პოპულარულ ტელეარხებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუძლიათ მაუწყებლობა. გამოკითხულ მოსახლეობას მიაჩნია, რომ საკმარის ინფორმაციას ღებულობს მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ „ფრიდომ ჰაუსმა“ ქართული მედიის შეფასებისას თქვა, რომ გარემო გაუმჯობესდა. ეს ძალიან კარგი ნიშნებია.
ზოგადად როგორ შეაფასებდით სინასაარჩევნო პოლიტიკურ გარემოს ქვეყანაში?
თუ წინა არჩევნები ძალაუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით გადაცემის პირველი პრეცედენტი იყო, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გახდეს მიღწეული შედეგის დამკვიდრების საშუალება, არჩევნებით ძალაუფლების შეცვლა ჩვეულებრივობად უნდა იქცეს. ჯერ არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.
თქვენი აზრით, რა გავლენა ექნება პრემიერ მინისტრი წლის ბოლომდე პოლიტიკიდან წასვლას პარტიებს შორის ურთიერთობაზე? კოალიციის მომავალზე?
თუ პრემიერ მინისტრი გადადგა, ეს, რა თქმა უნდა, გაურკველვობას შეიტანს პოლიტიკაში და თან იმ დროს, როცა რაც შეიძლება ნაკლები გაურკვევლობა უნდა იყოს ქვეყანაში. თუმცა, საუკეთესო შემთხვევაში, მისმა წასვლამ შეიძლება პოლიტიკური სივრცე გაათავისუფლოს და პოლიტიკაში გზა გაუხსნას ახალ ხმებს, ახალ ლიდერებს.
დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.
ქალბატონო ლორა, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ცოტა ხნის წინ საქართველოში მაღალი დონის ვიზიტი დაასრულა. რა იყო ვიზიტის მიზანი და მისი დანიშნულება?
დიდი მადლობა თქვენ, მოწვევისთვის. დიახ, ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა სექტემბრის დასაწყისში საქართველოში დელეგაცია გაგზავნა ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოზე დასაკვირვებლად. ვიზიტის დანიშნულება საპრეზიდენტო არჩევნებამდე გარემოს შეფასება და საჭიროების შემთხვევაში ვითარების გასაუმჯობესებლად, რეკომენდაციების შემუშავება იყო.
რა შეფასებები გააკეთეთ დემოკრატიული განვითარების მხრივ? თქვენი აზრით, ქვეყანა დემოკრატიულად ვითარდება?
ამ შეკითხვაზე პასუხისას თავად საქართველოს მოქალაქეების მოსაზრებას გამოვიყენებ. 2013 წლის ივნისში „ენ დი აიმ“ ჩაატარა კვლევა. გამოკითხულთა დაახლოებით მესამედს მიაჩნია, რომ საქართველო
მთავრობამ თითოეულ სახელმწიფო მოხელეს ნათლად აუხსნას, თუ სად გადის ზღვარი უკანონობასთან და რომ კანონდარღვევები შესაბამისად დაისჯება.ლორა ჯუვიტი
ყოველთვის ვსაუბრობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, დემოკრატიულ განვითარებაზე. რატომ არის დემოკრატია ასეთი მნიშვნელოვანი?
ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თავად ქართველებს სურთ, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობდნენ, სურთ ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში გაწევრიანება. მოსახლეობას სურს მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლებსაც გავლენა აქვს მათ ცხოვრებაზე და ზოგადად, სურთ მოიმკან ყველა ისე დადებითი შედეგი, რომელიც დემოკრატიას მოაქვს საზოგადოებისთვის.
ვიზიტის შემდეგ „ენ დი აიმ“ გამოაქვეყნა ანგარიში სადაც ნათქვამია, რომ არჩევნების შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს 5000 სახელმწიფო მოხელე, როგორც ცენტრალურ ასევე ადგილობრივ დონეზე. 69-დან 56 გამგებელი და 69-დან 31 საკრებულოს თავმჯდომარე ან გაათავისუფლეს ან ნაწილი საკუთარი ნებით წავიდა თანამდებობიდან. რას ფიქრობთ ამაზე, არჩევნების შემდეგ ეს მოვლენების ბუნებრივი განვითარებაა?
ეს ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდანაა ამოღებული. ეს რიცხვები შემაშფოთებელია იმ მხრივ, რომ ზოგიერთი ადამიანი საკუთარი სურვილით წავიდა სამსახურიდან, თუმცა მათი უმრავლესობა ზეწოლის ან იძულების შედეგად გადადგა. საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, ასევე გაიმართა 74 საპროტესტო დემონსტრაცია, რომელთა მონაწილეებიც საჯარო მოხელეების გადადგომას ითხოვდნენ. დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის ერთ დონეზე ჩატარებულმა არჩევნებმა გავლენა არ უნდა იქონიოს სხვა დონეებზე ჩატარებული არჩევნების შედეგებზე. ანუ, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა არ უნდა გააუქმოს მანამდე ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგები.
რას ფიქრობთ საარჩევნო კოდექსზე, განსაკუთრებით დამატებებზე, რომლებიც კოდექსში ახლახან იქნა შეტანილი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით?
პარტიების, კანდიდატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობას მიაჩნია, რომ საარჩევნო კოდექსი დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ადეკვატურ ჩარჩოებს იძლევა. უკანასკნელი დამატებები, რომლებიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შეიქმნა, ზოგადად დადებითია. თუმცა, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეშფოთებას იწვევს არის ის, რომ ზუსტად არ არის განსაზღვრული თუ რა არის პარტიის ან კამპანიის რესურსი და რა სახელმწიფოსი.
არჩევნებამდე შეიძლება ამ საკითხის გამოსწორება, თუ ეს სადავო თემა გახდება არჩევნების პერიოდში?
ტრადიციულად, საქართველოში არჩევნების დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ყოველთვის დიდი პრობლემა იყო. დელეგაციის შეხვედრებისას გამოიკვეთა რამდენიმე შემთხვევა, როცა სავარაუდოდ ადმინისტრაციული რესურსი ბოროტად იქნა გამოყენებული. თუმცა, ამ შემთხვევებში კონკრეტულად კანონის დარღვევა არ დაფიქსირდა. თუმცა, მათ კანონის ის გაურკვეველი ნაწილი შეეხება, რომელზეც ვსაუბრობ. ისტორიიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ თითოეულ სახელმწიფო მოხელეს ნათლად აუხსნას, თუ სად გადის ზღვარი უკანონობასთან და რომ კანონდარღვევები შესაბამისად დაისჯება.
თუ პრემიერ მინისტრი გადადგა, ეს, რა თქმა უნდა, გაურკველვობას შეიტანს პოლიტიკაში და თან იმ დროს, როცა რაც შეიძლება ნაკლები გაურკვევლობა უნდა იყოს ქვეყანაში.ლორა ჯუვიტი