ისტორიული გაშვება შედგა - დრაკონის ბორტზე ორი ასტრონავტი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიდის

კოსმოსში ისტორიული გაშვება შედგა. ნასამ და „სპეის-იქსმა“ ორი ასტრონავტი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაუშვეს.

ხუთშაბათს რაკეტის გაშვება უამინდობის გამო გადაიდო. კერძო კომპანია „სპეის- იქსისა“ და ნასას ერთობლივი ფრენა, რომელიც ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან უნდა განხორციელებულიყო, ქარის გამო გადაიდო. "სპეის-იქსმა" და ნასამ გაშვების დროებით გადადების გადაწყვეტილება რაკეტის გაფრენამდე 17 წუთით ადრე მიიღეს.

ასევე ნახეთ: კოსმოსში ისტორიული გაფრენა უამინდობის გამო გადაიდო

ასტრონავტების კოსმოსში გაშვება კოსმოსის ათვისებაში ისტორიული იმის გამოა, რომ მასში კერძო კომპანია და მთავრობა ერთობლივად პირველად მონაწილეობს. "სპეის-იქსის" რაკეტაზე კაფსულა "დრაკონია" განთავსებული, რომელიც ასტრონავტებს დაგ ჰარლის და ბობ ბენკენს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მიიყვანს.

ამასთან, ეს თითქმის 10 წლის განმავლობაში ასტრონავტების მონაწილეობით პირველი კოსმოსური მისია იქნება, რომელიც ამერიკიდან, ამერიკული რაკეტით და ამერიკული შატლით განხორციელდება.

ნასა ასტრონავტები დაგლას ჰარლი და რობერტ ბენკენი