ჟენევაში სირიის მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლები ლაქდარ ბრაჰიმის ხვდებიან.
დღეს, ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და არაბული ლიგის სამშვიდობო დესპანი ლაქდარ ბრაჰიმი სირიის მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. ბრაჰიმი შეეცდება სამ წლიანი სისხლიანი კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმებას მიაღწიოს.
ბრაჰიმი მხარეების წარმომადგენლებს დამოუკიდებლად შეხვდება და განიხილავს შემდგომ ნაბიჯებს პირდაპირი მოლაპარაკებების წარმართვის მიზნით. აღნიშნული შეხვედრა პარასკევისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ბრაჰიმიმ ოთხშაბათს, სირიის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის გახსნისას განაცხადა, რომ ინდივიდუალური მოლაპარაკებები ჟენევში მომდევნო დღიდან დაიწყებოდა.