ამერიკამ ლაჰორში საკონსულოს ევაკუაცია მოახდინა

თანამშრომლების ევაკუაციის მიზეზი საკონსულოს წინააღმდეგ მიმართული „კონკრეტული საფრთხე“ იყო
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა პაკისტანის ქალაქ ლაჰორში მდებარე საკონსულოდან ყველა თანამშომელი გამოიწვია, გარდა საგანგებო ვითარებაში საჭირო პერსონალისა. თანამშრომლების ევაკუაციის მიზეზი საკონსულოს წინააღმდეგ მიმართული „კონკრეტული საფრთხე“ იყო.

დედაქალქ ისლამაბადში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა მეგან გრესორისმა განაცხადა, რომ ევაკუაცია „უსაფრთხოების ზომაა,“ რომელიც მას შემდეგ გატარდა, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა ლაჰორში მდებარე საკონსულოს წინააღმდეგ მიმართული საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

გრესორისის განცხადებით, საფრთხე ლაჰორშია ლოკალიზებულია. მას არ დაუკონკრეტებია ის, არის თუ არა ეს უკანასკნელი საფრთხე დაკავშირებული ამერიკის მიერ რეგიონში 19 საელჩოს დახურვასთან.