ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინციდენტი პაკისტანში


თავდასხმის სამიზნე რეგიონის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მოჰამედ ჯატაკი იყო

პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში რეგიონის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მეჩეთის წინ შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 6 ადამიანი მოკლა. თავდასხმის შედეგად ასევე დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი.

ინციდენტი ბალუჩისტანის რეგიონის დედაქალაქ ქვეტაში მოხდა, მას შემდეგ, რაც მეჩეთში რამადანის წმინდა თვის ეიდ ალ ფიტრის დღესასწაულის დილის ლოცვა დასრულდა.

სავარაუდოდ, თავდასხმის სამიზნე რეგიონის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მოჰამედ ჯატაკი იყო. თუმცა, მან იერიშს თავი უვნებლად დააღწია.
XS
SM
MD
LG