უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ ნატო მეტად უნდა ჩაერთოს შავი ზღვის უსაფრთხოების დაცვაში და ამაში უნდა ერთიანდებოდეს უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვაც.
შავი ზღვა და უკრაინის ტერიტორიაზე არსებული სანაპირო რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრონტის ხაზია.
„შავი ზღვა ხელსაყრელია მთელ ევროპაში მშვიდობის დამყარებისა და მომავალზე ორიენტირებისთვის“, - თქვა კულებამ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში "შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე" ონლიან სიტყვით გამოსვლისას.
"სამწუხაროდ, ეს არის ასევე იმის ჩვენება, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება გაუარესდეს სიტუაცია, თუ ადამიანი უგულებელყოფს საფრთხეებს. დროა გადავაქციოთ შავი ზღვა ისეთად, როგორადაც იქცა ბალტიის ზღვა - ნატოს ზღვად", - თქვა კულებამ.
ასევე ნახეთ: კიევი უარყოფს ბახმუტში რუსული ძალების დაწინაურებასამავე თემაზე განცხადება გააკეთეს კრმელში, სადაც კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ "შავი ზღვა ვერასდროს გახდება ნატოს ზღვა".
"ეს საერთო ზღვაა და ის უნდა იყოს თანამშრომლობის, ინტერაქციისა და უსაფრთხოების ზღვა ყველა მისი ქვეყნისთვის", - თქვა პესკოვმა.
შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საკითხია როგორც კიევისთვის, ისე მოსკოვისთვის, რადგან ორივე მათგანი მსოფლიოში მარცვლეულის ყველაზე მსხვილ ექსპორტიორთა შორის არიან.