კრემლში ამბობენ, რომ ვლადიმირ პუტინი მზადაა, უკრაინის კონფლიქტის გადასაჭრელად ნებისმიერი ტიპის კონტაქტი ჰქონდეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი მას შემდეგ გააკეთეს, რაც აფრიკის ქვეყნების ლიდერებმა პუტინს თავიანთი სამშვიდობო გეგმა წარუდგინეს.
"პრეზიდენტი პუტინი იყო და არის ღია ნებისმიერი კონტაქტისდამი, რათა განიხილოს უკრაინის პრობლემის შესაძლო გადაჭრის გზები" - იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" კრემლის სპიკერზე, დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით.
ასევე ნახეთ: აფრიკელი ლიდერები კიევში სამშვიდობო მისიით ჩავიდნენრუსეთი დიდი ხანია ამბობს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა, ერთი პირობით: უკრაინამ უნდა აღიაროს "ახალი რეალობა", რომელიც ადგილზეა. ახლა, რუსული ძალები, უკრაინის ტერიტორიის 18%-ს აკონტროლებს.
აფრიკელი ლიდერების მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის წარდგენის შემდეგ, ამ თემაზე კომენტარი უკრაინაშიც გააკეთეს. ოფიციალური კიევი ამბობს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკება დაფუძნებული უნდა იყოს მათ სამშვიდობო გეგმაზე, რაც უკრაინის ტერიტორიიდან ყველა რუსი ჯარისკაცის გასვლას გულისხმობს.